ვინ:
მარკოსიანი კონცეპტუალური და დოკუმენტური ფოტოგრაფია ლონდონიდან, ინგლისი
სად:
ჰავანის შემოგარენში მდებარე ეკლესიის ეზო, კუბა
რა:
Canon EOS 5D Mark IV ფოტოკამერა 24მმ f/1,4L II ლინზა
ამბავი:
მარკოსიანმა კუბაში ერთი თვე გაატარა, ტრანზიციის რიტუალების გადასაღებად. მან განსაკუთრებული ყურადღება „კინსეანიერას“ – მეთხუთმეტე დაბადების დღეზე გოგონების ქალად გარდასახვის ტრადიციას დაუთმო. ეს ტრადიცია სათავეს ფრანგული, ე.წ. „დებიუტანტთა მეჯლისიდან“ იღებს, რომელიც XIX საუკუნიდან ჩნდება მექსიკაში. დღეს ოჯახების დიდი ნაწილი კინსეანიერას დიდი წვეულებით აღნიშნავს, სადაც ხშირად გლამურულ ფოტოსესიებსაც აწყობენ. მარკოსიანმა თინეიჯერების ეს ფოტო ჰავანასთან, ეკლესიის ეზოში გადაიღო.
წარმოგიდგენთ ფოტოებს ჩვენი ინსტაგრამის გვერდებიდან. National Geographic-ი ყველაზე პოპულარული გვერდია ინსტაგრამზე, გამოგვყევით თქვენც: instagram.com/natgeogeorgia