
დიდებული ლონდონი
ამ ნომერში ჩვენი ავტორი ლორა პარკერი და ფოტოგრაფი ლუკა ლოკატელი მოგითხრობენ, თუ როგორ ვითარდება და იზრდება ლონდონი – მსოფლიოს ყველაზე სასურველი ქალაქი
ჰითროუს აეროპორტში სანამ დაეშვება თვითმფრინავი, ლონდონის თავზე აკეთებს წრეს. თუ გაგიმართლათ და მის თავზე ღ ამით აღმოჩნდით, ცა კი მოწმენდილი იქნა, თქვენ თვალწინ ზუსტად ის ხედი გადაიშლება, პიტერ პენი რომ ხედავდა, ალბათ. თვითმფრინავი იმდენად დაბლაა უკვე, რომ შენობებს თავისუფლად არჩევ და ილუსტრაციებშიც მანამდე, მილიარდჯერ დათვალიერებული ლონდონის ღირსშესანიშნაობები შენ თვალწინ იწყებენ ციმციმს – სუნთქვა გეკვრის.
ალბათ მეც მათ შორის ვიყავი, ჩემს თაობაში განსაკუთრებით რომ გაუმართლათ და ბნელი, ცივი და რთული 90-იანი წლების მიწურულს საზღვარგარეთ სწავლის შანსი მიეცათ. წარმოიდგინეთ, რამოდენა კონტრასტი იყო თბილისის მაშინდელ ასფალტდაბზარულ აეროპორტსა და ჰითროუს შორის, საიდანაც ისრებმა მეტროს ლურჯ ხაზამდე მიმიყვანა და სულ რაღაც 20 წუთში ლონდონის ცენტრში ამომაყოფინა თავი. დავდიოდი გაოგნებული და არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველაზე მეტად ის მიკვირდა, რომ ლონდონი ნამდვილი იყო და ის მართლა მიწაზე იდგა და ის ზუსტად ისეთი იყო, როგორიც წარმომედგინა – ზღაპრული, დიდებული, იდუმალი და თავისუფალი.
„მსოფლიოს ცენტრში ლონდონი იმიტომაა, რომ ეს ადგილი თავად დაიმკვიდრა საწყისი მერიდიანის გავლებით იმ ადგილას, სადაც აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთს ხვდება”. – ლორა პარკერი
17 წლის შემდეგ ისევ ჩავედი ჩემს საყვარელ ქალაქში და ყველაზე მეტად იმის მეშინოდა, მაშინდელი შთაბეჭდილება არ გამქარწყლებოდა – იქნებ მაშინ იმიტომ გადავირიე ასე, რომ ლონდონი ჩემი პირველი „უცხოეთი” იყო, მე კი სულ რაღაც 17 წლის ვიყავი? – სულაც არა, ლონდონი ისევ ისეთი დამხვდა – ყველაზე მაგარი.
ამ ნომერში ჩვენი ავტორი ლორა პარკერი და ფოტოგრაფი ლუკა ლოკატელი მოგითხრობენ, თუ როგორ ვითარდება და იზრდება ლონდონი – მსოფლიოს ყველაზე სასურველი ქალაქი.
გმადლობთ, რომ კითხულობთ National Geographic საქართველოს.