დიდი ომის ფარული სამყარო
აქ გერმანელი სამხედრო ინჟინრები სრულ სიჩუმეში მორიგეობით ისხდნენ და გაფაციცებული უსმენდნენ მოწინააღმდეგე მენაღმეების მოძრაობით გამოწვეულ ბგერებს


დიდი ომის ფარული სამყარო
აქ გერმანელი სამხედრო ინჟინრები სრულ სიჩუმეში მორიგეობით ისხდნენ და გაფაციცებული უსმენდნენ მოწინააღმდეგე მენაღმეების მოძრაობით გამოწვეულ ბგერებს
პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან ასი წელი გავიდა. სტატიის ავტორი ევან ჰედინგემი და ფოტოგრაფი ჯეფ გასკი ისტორიას ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთის ტყეში, მიწაში, ეკლიანი ბუჩქით დახშული ნესტიანი ხვრელიდან მოგიყვებიან. აქ გერმანელი სამხედრო ინჟინრები სრულ სიჩუმეში მორიგეობით ისხდნენ და გაფაციცებული უსმენდნენ მოწინააღმდეგე მენაღმეების მოძრაობით გამოწვეულ ბგერებს. ყრუ ხმები ან ნიჩბების ფხაკუნი ნიშნავდა, რომ ის იქვე მუშაობდა, შეტევისთვის ემზადებოდა და გვირაბს შენი მიმართულებით თხრიდა. საფრთხე ძლიერდებოდა, როცა თხრის ხმა წყდებოდა და ისეთი ხმა ისმოდა, გეგონება ვიღაც თუნუქის ქილებს ჩანთაში აწყობსო. ეს ნიშნავდა, რომ მოწინააღმდეგე გვირაბის ბოლოში ფუგასურ ნაღმებს ალაგებდა. ყველაზე აუტანელი ამის მერე ჩამოვარდნილი სამარისებური სიჩუმე იყო. შეიძლება, ნაღმი ნებისმიერ დროს აფეთქებულიყო, სხეული დაეფლითა და ცოცხლად დაემარხე.
გვირაბის ერთ-ერთ კედელზე ფარნები გერმანელი ინჟინრების გაკეთებულ წარწერებს ანათებს. კედელზე ჩამოთვლილ სახელებსა და პოლკების დასახელებებს ეპიგრაფად „ღმერთო, დაიფარე კაიზერი!“ აქვს წამძღვარებული. აქ პირველი მსოფლიო ომის ჯარისკაცებმა საკუთარი არსებობა თავიანთი ხელმოწერებით, ჩანახატებით, კარიკატურებითა და ბარელიეფებით უკვდავყვეს. ეს მიწისქვეშა ხელოვნება ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი. მას, ასე თუ ისე, კარგად იცნობენ პირველი მსოფლიო ომის მკვლევრები და ადგილობრივი მოსახლეობა.
სრული ვერსია წაიკითხეთ აგვისტოს ნომერში.