კერამიკა ჩვენს წარმოდგენაში მყარი და ამავდროულად მყიფეა – როგორიც, მაგალითად, სამზარეულოს იატაკზე დამსხვრეული ყავის ფინჯანი. თუმცა, მინისა და კერამიკის მწარმოებელი კომპანია Corning-ის მეცნიერთათვის ის დრეკადი და გამძლეა. მათ მიერ შემუშავებული, თაბახის ფურცელზე თხელი კერამიკული ლენტები რულონებადაც დაიხვევა. ფოტოზე ნაჩვენები თბოგამძლე თიხამიწის მარყუჟები შეიძლება გამოდგეს ავტომობილის სენსორებისა თუ სხვა, მკაცრ გარემო პირობებში გამოსაყენებელი მოწყობილობების უფრო სწრაფად და იაფად დასამზადებლად. მათი მეშვეობით ახალი ტიპის ბატარეების შექმნაც შეიძლება. ეს ფოტო გადაღებულია 10-წლიანი პროექტის ფარგლებში, რომლის ფოკუსში მოქცეულია აშშ-ის მწარმოებელთა გავლენა.