თქვენ სარგებლობთ ბრაუზერის ძალიან ძველი ვერსიით, რის გამოც ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა სრულად ვერ ჩამოიტვირთოს.
გირჩევთ, განაახლოთ ბრაუზერი.

ამ ფოტოგრაფს თვითგადარჩენის უნარები და თანაგრძნობა ეხმარება, რომ თავი ლაღად იგრძნოს ექსტრემალურ ბუნებრივ პირობებსა და განსხვავებულ კულტურათა გარემოცვაში.

მისი საქმიანობა იმ კავშირებს იკვლევს, რომლებიც კულტურებს, ადამიანებსა და ბუნებას – ამ შემთხვევაში გადარჩენისთვის მებრძოლ ზღვის სათუთ ცხოველებს აერთიანებენ.

პროფესიონალებისთვის, რომელთა ფოტოებიც ამ გამოცემაშია წარმოდგენილი, ფოტოგრაფია არის ხელოვნება და მეცნიერება, რომელშიც ისინი ისე დაოსტატდნენ, რომ შეუძლიათ გაგვაოცონ და ყურადღება გაგვამახვილებინონ ისეთ ამბავზე, რომელიც აუცილებლად მოსაყოლია.