ჰუნზა, პაკისტანი
მყინვარების შეჯვარების რიტუალი
19 წლის ალი ჰაიდერი, 20 წლის ნაჯიბ ხანი და 24 წლის ატიფ ამინი თხის ბეწვით მორთულ გოგრის ნიღბებში პოზირებენ პაკისტანის ჰუნზის ხეობაში, შისპარის მყინვარზე, „მყინვართა შეჯვარების“ რიტუალის აღდგენისას 2021 წლის დეკემბერში. რიტუალი, რომელიც, ადგილობრივი მოსახლეების თქმით, ბოლოს ჰუნზაში 1970-იან წლებში ჩატარდა, მოიცავს ყინულის შეგროვებას „მამრი“ და „მდედრი“ მყინვარიდან. მას ათავსებენ მთების დაჩრდილულ მხარეში არსებულ ხვრელში იმ იმედით, რომ ის წარმოშობს ყინულის ახალ ნაკადს ქვევით, ხეობის მოსარწყავად. ჰუნზის მამაკაცებმა გადაწყვიტეს ამ რიტუალის სრულად აღდგენა (მდედრ) შისპარის მყინვარზე, რათა მომავალ თაობებს შეუნარჩუნონ ეს ტრადიცია.

ჩვენი სამყაროსა და ჩვენი ეპოქის აღსაბეჭდად ფოტოგრაფები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მივავლინეთ. ამ სპეციალურ გამოცემაში მათ საუკეთესო კადრებსა და მათივე მოთხრობილ საინტერესო ამბებს გთავაზობთ.