
2011 წლიდან, დაარსებიდან, National Geographic-ის Instagram-ის მთავარი ანგარიში – @natgeo – წარმოადგენს ასზე მეტი ფოტოგრაფის შემოქმედებით თანამშრომლობას, რომლებიც ფოტოებს მხოლოდ მაშინ აქვეყნებენ, როდესაც რამე შესანიშნავს წააწყდებიან და მაყურებლის აღფრთოვანებას იწვევენ ჩვენი სამყაროს რეალური კადრებით. გვერდზე, რომელსაც 230 მილიონზე მეტი და მუდმივად მზარდი რაოდენობის გამომწერი ჰყავს, იხილავთ არა მარტო თვალისმომჭრელ ფოტოებს, არამედ კადრს მიღმა მიმდინარე მოვლენებსაც ისეთ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც ყურადღებას იმსახურებს; ასევე გაიგებთ, რითი არის წარმოდგენილი თემა მნიშვნელოვანი და როგორ წარიმართა გადაღებები. გთავაზობთ ხუთ ფოტოს, რომლებმაც ყველაზე დიდი რეზონანსი გამოიწვია მნახველებში გასულ წელს.
მატავა, ვაშინგტონი

მკვიდრ ამერიკელთა კულტურების ცხენებთან დამოკიდებულების თემაზე მუშაობის დროს ერიკა ლარსენი ვანაპუმის ტომის წევრს, დესტინი ბაკს შეხვდა ორეგონში, რამდენიმე თვეში კი ლარსენმა მას შინ, ვაშინგტონში გადაუღო ფოტოები, სადაც ბაკი „ამაყად და შემართებით“ იდგა, – იხსენებს ლარსენი. დესტინისა და მისი ცხენის მოკაზმულობაში თითოეულ ქსოვილს, ფერსა თუ ელემენტს თავისი მნიშვნელობა აქვს. ბაკის განმარტებით, მისი კულტურული იდენტობა ეფუძნება წინაპრებისა და მათი ტრადიციებისადმი პატივისცემას.
ფოტო: ერიკა ლარსენი @erikalarsen888
კალაჰარის უდაბნო, სამხრეთი აფრიკა

ფოტო: კით ლაძინსკი @ladzinski
ტუძიანგიანის პანდების ბაზა, ჩინეთი

ფოტო: ემი ვიტალე @amivitale
ჰუმბოლდტის ოლქი, კალიფორნია

ფოტო: დენ უინტერსი @danwintersphoto
დენჰელდერი, ნიდერლანდები

ფოტო: მუჰამედ მუჰეისენი @mmuheisen