თქვენ სარგებლობთ ბრაუზერის ძალიან ძველი ვერსიით, რის გამოც ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა სრულად ვერ ჩამოიტვირთოს.
გირჩევთ, განაახლოთ ბრაუზერი.

ველური ბუნება

წელიწადი ფოტოებში

მდინარე კობუკის ხეობა, ალასკა ირმების გაუჩინარება დრონმა კარიბუს, ანუ კანადური ირმის, საგაზაფხულო მიგრაცია დააფიქსირა: დასავლეთ არქტიკის ჯოგი პატარა ქალაქ ამბლერის მახლობელ ველზე გარბის. კარიბუს პოპულაცია ჩრდილოეთ ამერიკის ძირითად ნაწილში გასაოცრად იკლებს; ის აშშ-ის 48 მომიჯნავე შტატიდან უკვე გაუჩინარდა. დასავლეთ არქტიკის ჯოგი უკვე 200 000-ზე ნაკლებ ირემს ითვლის, რაც ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ეს პრობლემაა ალასკის აბორიგენებისთვის, მაგალითად, ინუპიატებისთვის, რომელთათვისაც კარიბუ საკვების ძირითადი წყარო და კულტურის განუყოფელი ნაწილია. ამ ჩლიქოსნების სიცოცხლისუნარიანობაზე შეიძლება ყველაფერი ზემოქმედებდეს: კლიმატის ცვლილება, ინდუსტრიული განვითარება და ნადირობის უფრო ეფექტური ტექნიკა. ფოტო: ქეითი ორლინკსი

  • email icon
  • link icon ბმული კოპირებულია