

აქტიური მზადება მგზავრობის წინ, მძიმე ფიზიკური შრომა საველე სამუშაოებზე, ყოველ დავალებაზე ახალი გაკვეთილი რეალურ დროში… და სიღრმისეული კავშირი საკვლევ თემასთან. რთულია ციფრებით გამოსახო National Geographic-ის ფოტოგრაფების მუშაობის მრავალფეროვნება, თუმცა მათი დახმარებით შევძელით სტატისტიკური მონაცემების მოგროვება. ციფრები გვიჩვენებს, თუ რა ძალისხმევა იყო საჭირო ამ წლის გამოცემებში დაბეჭდილი და ჩვენს ციფრულ ანგარიშებზე განთავსებული ფოტოების შესაქმნელად.