
დროთა შემგრძნობი
დასავლეთ საუდის არაბეთში ჰიჯაზში მივლინებისას შტენმაიერს არაერთხელ დაუკარგავს რეალური დროის შეგრძნება...
ფოტოგრაფი ჯონ შტენმაიერი იანბუ ალ-ნახლის დამშრალ ოაზისში ჩამკვდარი ფინიკის პალმების ხილვამ ააღელვა. ის იყო „აიფონის“ ამოსაღებად ჯიბისკენ ხელი წაიღო, ერთმა აზრმა გაუელვა.
დასავლეთ საუდის არაბეთში ჰიჯაზში მივლინებისას შტენმაიერს არაერთხელ დაუკარგავს რეალური დროის შეგრძნება: „ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ერთი ფეხით აწმყოში ვიყავი, მეორეთი კი, წარსულში დავეხეტებოდი“.

ამ შეგრძნების გადმოსაცემად, პალმებს სურათი „ჰიპსტამატური“ აპლიკაცით გადაუღო. მისი პროგრამები ფირიანი ფოტოაპარატით გადაღებულ ძველ ფოტოს ემსგავსება. ერთი თვის შემდეგ მან „ჰიპსტამატური“ აპლიკაციით ექსპერიმენტები გააგრძელა; ფიქრობდა, რომ რეტროს სტილი დროში მოგზაურობის განცდას იწვევდა. ამ ნომრის სტატიაში – „ედემის ბაღიდან“ – ოთხი ასეთი ფოტო გამოჩნდა.