
ძაღლების მეფე
პოპულარობას, უმეტესწილად, კინოროლები განაპირობებსო, ამბობს ბრუკლინის კოლეჯის ფსიქოლოგიის პროფესორი სტეფანო გირლანდა
ძნელია, სამეფო გვირგვინის ტარება – იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ლაბრადორ-რეტრივერს ადგას თავზე. მეძაღლეობის ამერიკულმა კლუბმა (AKS) ლაბრადორები ყველაზე პოპულარულ ძაღლებად აღიარა აშშ-ში გასულ 24 წელიწადში. 1880-იან წლებში ყველაზე პოპულარული ინგლისური სეტერი იყო, ახლა კი 87-ე ადგილს იკავებს 187 ჯიშს შორის.
პოპულარობას, უმეტესწილად, კინოროლები განაპირობებსო, ამბობს ბრუკლინის კოლეჯის ფსიქოლოგიის პროფესორი სტეფანო გირლანდა: „ამხელა გავლენამ ნამდვილად გაგვაკვირვა“. კოლიმ პოპულარობა 1943 წელს მოიპოვა, მას შემდეგ, რაც ეკრანებზე გამოვიდა „ლესი სახლში ბრუნდება“.
თუმცა, პოპულარობა იოლადაც იკარგება. ფილმით, „101 დალმატინელი, ხალებიანი ლეკვების მიმართ გაიზარდა ინტერესი, თუმცა მათი მოვლა იმდენად რთული აღმოჩნდა ბევრი ოჯახისთვის, რომ რეპუტაცია მალევე დაკარგეს“, – ამბობს ჯინა დინარდო (AKS).