ვინ:
ვიტალეს ფოტოები დედამიწაზე სიცოცხლის გადაჯაჭვულობასა და სილამაზეზე მოგვითხრობს.
სად:
რუმინეთში, სულინას სიახლოვეს, სადაც მდინარე დუნაი შავ ზღვაში ჩაედინება.
რა:
კამერა Nikon D4S, 24-70მმ f/2.8 ლინზით.
ამბავი:
ინგე მორატის სახელობის ჯილდოს მფლობელმა ვიტალემ, შვიდ სხვა ფოტოგრაფთან ერთად, ხუთი კვირა გაატარა ავსტრიელ-ამერიკელი ფოტოგრაფის, მორატის მიერ განვლილ გზებზე. ჯგუფმა სატვირთო მანქანა გალერეად გადააკეთა და იქ მორატის ნამუშევრები გამოფინა. იმ ადგილებში, რომლებიც მორატმა XX საუკუნეში გადაიღო, თანამედროვე ცხოვრების საჩვენებლად მათ ახალი ფოტოები გადაიღეს. ეს მეთევზე ვიტალემ რუმინეთში, სულინას სიახლოვეს გადაიღო.
წარმოგიდგენთ ფოტოებს ჩვენი ინსტაგრამის გვერდებიდან. National Geographic-ი ყველაზე პოპულარული გვერდია ინსტაგრამზე, გამოგვყევით თქვენც: instagram.com/natgeogeorgia