თქვენ სარგებლობთ ბრაუზერის ძალიან ძველი ვერსიით, რის გამოც ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა სრულად ვერ ჩამოიტვირთოს.
გირჩევთ, განაახლოთ ბრაუზერი.

თითქმის ერთი საუკუნის წინ სენდი ირვინი და მისი მეწყვილე მთამსვლელი, ჯორჯ მელორი, ევერესტის ერთ მაღალ თხემზე გაუჩინარდნენ. ავიდნენ თუ არა ისინი მწვერვალზე იმაზე 29 წლით ადრე, ვიდრე ედმუნდ ჰილარი და თენცინგ ნორგეი მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის დაპყრობას იზეიმებდნენ? სტატიის ავტორი და მისი გუნდი ირვინის კვალს გაჰყვნენ მისი ნეშტისა და ფოტოაპარატის მოსაძებნად, რომელსაც ამ მთის ისტორიის შეცვლა შეეძლო

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მდინარე ინდი ჰიმალაის მყინვარებზეა დამოკიდებული, რომელთა მდნარი ყინულის წყლით ივსება გაზაფხულსა და ზაფხულში. ინდი 270 მილიონ ადამიანს უზრუნველყოფს წყლით, მაგრამ გლობალური დათბობის კვალდაკვალ მყინვარები უკან იხევს და დაახლოებით 2050 წლიდან მდინარის ჩამონადენიც დაიკლებს. შედეგად, მილიონობით ადამიანი დარჩება უწყლოდ და, ამასთან, ინდოეთს, პაკისტანსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებიც გამწვავდება

რა შეიძლება მოვიმოქმედოთ, თუკი თოვლის დნობა ისე დაჩქარდა, რომ წყლით მუდმივად ვეღარ მოგვამარაგებს, ხოლო მყინვარები უკან, სულ უფრო ზემოთ იხევენ მთაში? ინდოეთის უკიდურესი ჩრდილოეთის მკვიდრმა ლადაქელმა მოსახლეობამ კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების ასეთ გზას მიაგნო: ყინულის უზარმაზარ გუმბათებს აკეთებენ, რომლებიც გაჭირვების დროს ფერმერებს წყლით უზრუნველყოფს

უკვე ათასწლეულებია, რაც ირბისები, იგივე თოვლის ლეოპარდები, ცენტრალური აზიის ყველაზე მიუვალ ადგილებში ბინადრობენ – მათი სამეფო ღრუბლებში ჩაძირული ფრიალო კლდეები, თვალუწვდენელ მთებს შორის მოქცეული ხევები და უდაბური პლატოებია. აქ, გაუხშოებული ჰაერის, ღრმა თოვლის და მუდმივი ყინვის მხარეში ირბისები მოჩვენებასავით გაურბოდნენ ადამიანის მზერას, მაგრამ კონსერვაციონისტების, ფოტოხაფანგებისა და ტურიზმის წყალობით იდუმალი კატების ცხოვრებას თანდათან ნათელი ეფინება

ისინი მსოფლიოს უმაღლესი მეტეოროლოგიური სადგურის მოსაწყობად გაუდგნენ გზას, რათა მეცნიერებს უიშვიათესი მონაცემები მიაწოდონ კლიმატის ცვლილებისა და შტორმების მაფორმირებელი ქარების შესახებ. ევერესტზე დამქანცველი ლაშქრობისას მათ სხვადასხვა სიმაღლეზე ხუთი სადგური მოაწყვეს და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ მსოფლიოს უმაღლეს მთაზე იოლად არაფერი გამოდის

ათწლეულების განმავლობაში მთელი მსოფლიო ყურადღებას არ აქცევდა ექსპერტებს, რომლებიც პანდემიის დაწყებას წინასწარმეტყველებდნენ. იქნებ, ეს კორონავირუსმა შეცვალოს

საფრთხის დროს ადამიანების ყველაზე ბუნებრივი იმპულსი ერთმანეთთან ახლოს ყოფნაა – სწორედ ის, რაც ახლა გვეკრძალება