როდესაც ვირუსი კენიაში გამოჩნდა
პანდემიის შიში და ხელნაკეთი ნიღბები გადატვირთულ დასახლებებში


როდესაც ვირუსი კენიაში გამოჩნდა
პანდემიის შიში და ხელნაკეთი ნიღბები გადატვირთულ დასახლებებში
ნაირობის გადატვირთულ დასახლებებში
COVID-19-ისგან თავდაცვა ფუფუნებაა.
კენიაში ადამიანების უმრავლესობისათვის სიცოცხლე, COVID-19-ის მიუხედავად, გრძელდება. მომაკვდინებელი ვირუსისაგან თავის დაცვა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უთანასწორო ქვეყანაში განსაკუთრებულად რთულია: 53-მილიონიანი მოსახლეობის თითქმის 37% დღიურად დაახლოებით 1,90 დოლარით ცხოვრობს, თვითიზოლაცია კი ისეთ ადგილებში, სადაც ბევრი ადამიანია დამოკიდებული საკვების, წამლებისა და დასაქმების არაფორმალურ ბაზრებზე, ნაკლებადაა შესაძლებელი.

კენიაში კორონავირუსის გავრცელებას ნაირობიდან ვადევნებდი თვალს. ექიმებს კარდაკარ დავყვებოდი და ვნახულობდი ადამიანებს, რომლებიც ვირუსსა და მის მიერ გამოწვეულ ეკონომიკურ ქაოსს სახლებში ემალებოდნენ. ინფიცირების პირველი შემთხვევიდან ერთი თვის თავზე კენიაში 200-ზე ნაკლები შემთხვევა და მხოლოდ რვა გარდაცვლილი იყო. „ამ მცირე რაოდენობასაც კი ვერ ვუმკლავდებით, – მითხრა ერთმა ექიმმა, – შემთხვევების მატებისას ადამიანები ქუჩებში დაიხოცებიან“.

ეს კარგად ესმის დევიდ ავიდოს, ტანსაცმლის დიზაინერს ნაირობის უღარიბეს უბან კიბერადან. ქვეყნისთვის COVID-19-თან ბრძოლაში დასახმარებლად ის ტანსაცმლის კერვიდან ფერადი ნიღბების კერვაზე გადაერთო, რომლებსაც უფასოდ არიგებს. მისი თქმით, „ჩვენ ყველა პასუხისმგებლები ვართ ერთმანეთზე“.
