როგორ ხედავს ვირუსს მსოფლიო
ფოტოგრაფების მიერ იზოლაციაში გადაღებული პირადული ფოტოები.
როგორ ხედავს ვირუსს მსოფლიო
ფოტოგრაფების მიერ იზოლაციაში გადაღებული პირადული ფოტოები.
ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ერთმანეთისგან განცალკევებით გვიწევს ცხოვრება. როგორ უმკლავდება ამას ადამიანი?
როდესაც მთელი სამყარო შენს წინააღმდეგაა განწყობილი, სახლებში ვეძებთ ხსნას, მაგრამ მომაკვდინებელი ვირუსის დროს, როდესაც თვითიზოლაცია დაუსრულებლად გრძელდება, სახლები მხოლოდ კომფორტისა და სიმყუდროვის წყარო აღარ არის. ჩვენ ისინი სკოლებად და ოფისებად, გასართობ ცენტრებად და დაძაბულობის კერებად ვაქციეთ. მოწყენილობის, სტრესისა და შიშის ენერგიად გარდაქმნა რომ შეგვეძლოს, ის მთელ პლანეტას ეყოფოდა.
ფოტოგრაფებმა ყველგან გადაიღეს ამ უცნაური დროების ფოტოები. მათი ერთად ნახვისას ჩნდება კითხვა: საერთოდ რა არის სახლი? COVID-19-ის პერიოდში ამ კითხვაზე პასუხი პრივილეგირებულობის საზომიც კი გახდა. გაქვს სახლი? მოგწონს იქ ყოფნა? დარწმუნებული ხარ, რომ იქ დარჩენა შეგიძლია?
ფოტოებში ჩანს, როგორ სხვადასხვანაირად ვრეაგირებთ კრიზისზე და, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, რას ვთვლით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად. ასაკს, ადგილსა და, ხანდახან, რწმენასაც აქვს გავლენა იმაზე, თუ რამდენად დაუცველად ვგრძნობთ თავს და რამდენად ვშფოთავთ. დააკვირდით სახლში, თვითიზოლაციაში მყოფ წყვილს იტალიიდან, ზღვის ნაპირზე მყოფ ბრაზილიელებს, რომლებიც გარეთ ყოფნას არიან მოწყურებულები, ბუნებას მონატრებულ ხალხს სამხრეთ აფრიკის დასახლებებში, ადამიანებს ნიუ-იორკსა და ლონდონში, რომლებიც ჰაერის ჩასასუნთქად აივნებს, სახანძრო კიბეებს, ნებისმიერ თავისუფალ ადგილს ესწრაფვიან.