
ევერესტი ხედვის არეში
დრონმა გადაიღო ფოტოები, რომლებიც შემდეგ ერთმანეთს გადაება
ევერესტის სრული მასშტაბით წარმოჩენა ფოტოზე დიდი ხნის განმავლობაში წარმოუდგენლად ითვლებოდა. შემდეგ გამოჩნდა რენან ოზთურქი, რომელიც 7000 მეტრზე ავიდა ექსტრემალურ პირობებზე მორგებული დრონით აღჭურვილი. ახლა ჩვენ უკვე ვხედავთ რონგბუკის მყინვარს თავისი დაკბილული ნაკადებითა და ღრმა ნაპრალებით, ჩრდილოეთ ფერდობის ციცაბო ბილიკებსა თუ ჩინეთისა და ნეპალის თავზე აღმართულ დიად მწვერვალებს. დრონმა გადაიღო ფოტოები, რომლებიც შემდეგ ერთმანეთს გადაება ამ უნიკალური პანორამული ხედის მისაღებად – ტექნოლოგიის, ხელოვნებისა და გამძლეობის პროდუქტი.