
ენერგოთერაპია ტვინისთვის
კლივლენდის კლინიკაში DBS-ის ტესტებმა ინსულტისგან გამოჯანმრთელების პერიოდში დამაიმედებელი შედეგები აჩვენა
იმპლანტირებული ელექტროდები, რომლებიც ამ რენტგენოგრამაზე ჩანს, ელექტრულ იმპულსებს გამოსცემს, რომლებიც ტვინის ღრმა სტიმულაციის (DBS – Deep Brain Stimulation) სახელითაა ცნობილი. მათ წარმატებით განკურნეს ისეთი დაავადებები, როგორებიც ობსესიურ-კომპულსური აშლილობა და პარკინსონია. ამჟამად DBS ალცჰაიმერის მქონე პაციენტებზე მოწმდება კონცენტრაციის, მეხსიერებისა და გადაწყვეტილებების მიღების გასაუმჯობესებლად. კლივლენდის კლინიკაში DBS-ის ტესტებმა ინსულტისგან გამოჯანმრთელების პერიოდში დამაიმედებელი შედეგები აჩვენა. პაციენტმა, რომელსაც ინსულტმა მარცხენა მხარეს ფუნქციები წაართვა, რამდენიმეთვიანი ფიზიკური და ოკუპაციური თერაპიისა და DBS-ის შემდეგ შვილიშვილებთან თამაში შეძლო.