ვინ:
ენრიკ სალა საზღვაო ეკოლოგი და National Geographic-ის რეზიდენტი მკვლევარია
სად:
სან-ამბროზიოს კუნძული წყნარ ოკეანეში, ჩილედან დასავლეთით დაახლოებით 850 კილომეტრში
რა:
Nikon D800 10,5 მმ ფართოკუთხიანი ლინზით
ამბავი:
2008 წელს ენრიკ სალამ წამოიწყო პროექტი Pristine Seas, რომელმაც ხელი შეუწყო მეცნიერებს, შეესწავლათ სათუთი საზღვაო ჰაბიტატები და საფუძველი ჩაუყარა ოკეანის 6 მილიონი კვ. კმ ფართობის დაცვას. სალამ ეს კადრი 2013 წელს გადაიღო; მასზე გამოსახულია მომენტი, როდესაც კინოოპერატორი მანუ სან-ფელიქსი ლამინარიებიდან გამოძვრა ნიღაბზე პატარა ომარით. ამ ექსპედიციის შემდეგ დაარსდა ნასკა-დესვენტურადასის საზღვაო პარკი, ამერიკის ორივე კონტინენტის ერთ-ერთი უდიდესი საზღვაო ნაკრძალი. ეწვიეთ: nationalgeographic.org/projects/pristine-seas.
წარმოგიდგენთ ფოტოებს ჩვენი ინსტაგრამის გვერდებიდან. National Geographic-ი ყველაზე პოპულარული გვერდია ინსტაგრამზე, გამოგვყევით თქვენც: instagram.com/natgeogeorgia