ექსტრემალური წელიწადი
დედამიწაზე ყველაზე სწრაფად სვალბარდის არქიპელაგი თბება. ხმელეთზე, წყალსა და ცხოველებზე კლიმატის ცვლილების ზემოქმედების დოკუმენტირების მიზნით ფოტოგრაფმა წელიწადის ოთხი სეზონი გაატარა არქტიკაში.

„თავს უსუსურად გაგრძნობინებს“, – ამბობს სტეფანო უნტერთინერი ნორვეგიის არქტიკული არქიპელაგის, სვალბარდის შესახებ, სადაც მან თავის ოჯახთან ერთად ერთი წელი გაატარა. იტალიელი ფოტოგრაფი თავის მეუღლე სტეფანისთან და ორ შვილთან ერთად სვალბარდის უმსხვილეს დასახლებაში, ლონგიირბიენში 2019 წელს გადავიდა საცხოვრებლად. ოჯახმა მაშინვე კომფორტულად იგრძნო თავი: ქალაქში სულ 2100-მდე ადამიანი ცხოვრობს – მეცნიერები, ტუროპერატორები, სტუდენტები – მაგრამ მსოფლიოს თითქმის 50 ქვეყნიდან არიან.
ცნობისმოყვარე თეთრი დათვი სანაპიროდან აკვირდება ფოტოგრაფს. ზამთარში წარმოქმნილ ზღვის ყინულს თეთრი დათვები საკვების მოსაძიებლად გადაკვეთენ. სვალბარდი კლიმატის ცვლილების ეპიცენტრშია მოქცეული და იქაურ თეთრ დათვებს შემცირებულ ზღვის ყინულთან შეგუება მოუწევთ.
მამრები ერთმანეთს ერკინებიან მდედრების გამო. ჩრდილოეთის ირემს საფრთხე შეუქმნა თოვლის ნაცვლად მოსულმა წვიმამ, რის შედეგადაც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მცენარეები ყინულით დაიფარა.
მაისის ბოლოს თეთრლოყა ღერღეტები სვალბარდის უდიდეს კუნძულ შპიცბერგენზე, ფრიალო კლდეებზე წყვილდებიან. სანამ მდედრები კვერცხს დადებენ, წყვილი არ იშლება, რათა თავიანთი საბუდარი ადგილები სხვა წყვილებისგან დაიცვას.
ზამთარში ყარსაღები სქელ, დამცავ ქურქს ატარებენ. მარცხნივ: ეს ყარსაღი ჩრდილოეთის ირმის ლეშისგან მორჩენილ ცოტაოდენ ხორცს დაეძებს. ზაფხულის დადგომისთანავე ყარსაღები უმეტესწილად კვერცხებით და ბარტყებით, ზოგჯერ კი სელაპის ნაშიერებით იკვებებიან.
მონადირე ყარსაღის დასაფრთხობად პოლარული მეთოვლია მას დაკორტნის. სხვა სახეობებიც მახლობლად ბუდობენ, რათა მეთოვლიას დაცვით ისარგებლონ.
ყარსაღი იპარავს სუსხურის კვერცხს. იმისთვის, რომ ზამთარს გადაურჩნენ, ყარსაღები ფრინველთა კოლონიებს ესხმიან თავს და ზაფხულშივე იმარაგებენ საკვებს.
სვალბარდში გატარებული ერთი წლის განმავლობაში უნტერთინერი ყველაზე მეტად „გარემოს უეცარმა ტრანსფორმაციამ“ გააოცა. აგვისტოში შპიცბერგენზე მდებარე ხეობაში, ადვენტდალენში, იგი ამ ხედმა აღაფრთოვანა: ტუნდრის ფერების ცვლილება მოკლე არქტიკული ზაფხულის დასრულებასთან ერთად.
ადვენტდალენში სვალბარდის ჩრდილოეთის ირემი შეწყვილებისთვის თავმოყრილი მდედრების ჯგუფს ყარაულობს
შვიდთვიანი მაკეობა ჩვეულებრივ ივნისში ერთი ნაშიერის დაბადებით მთავრდება
ნადირობის შედეგად ერთ დროს გადაშენების პირას მისული ეს ენდემური ქვესახეობა მომრავლდა, თუმცა გადარჩენის გარანტია არ არსებობს, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. ორი მამრი თამაშით შერკინების შემდეგ ერთმანეთს ყნოსავს
ბიორნდალენის ხეობის თავზე აღმართული ფრიალო კლდიდან უნტერთინერმა მოდრეიფე ყინულზე მოძრაობა შენიშნა. „დათვის ნახვა საოცნებოა“, – ამბობს იგი, მაგრამ „ამავდროულად კოშმარიცაა“. სვალბარდის თეთრ დათვებსა და ადამიანებს მოუკლავთ ერთმანეთი, თუმცა იშვიათად.

იმის შესასწავლად, თუ როგორ იცვლება ფაქიზი ეკოსისტემა იმ ადგილას, სადაც დათბობა ყველაზე სწრაფად მიმდინარეობს დედამიწაზე, უნტერთინერი არქტიკის ველური ფაუნის ძიებას შეუდგა. იგი თოვლმავლით ან ფეხით გადაადგილდებოდა. აღჭურვილი იყო ბინოკლით, სავალდებულო შაშხანით და ფოტოაპარატურით. მან იხილა, როგორ დნება ფიორდები, ხშირდება ზვავები და როგორ იყინება წვიმის წყლით გაჟღენთილ მარად მზრალ ნიადაგში მცენარეულობა, რომელსაც ცხოველებისათვის საარსებო მნიშვნელობა აქვს. უნტერთინერი შიშობს, რომ ეს ტერიტორია „ისეთი სისწრაფით იცვლება, სახეობების უმრავლესობა ვერ შეძლებს ამდენად ნაჩქარევ ადაპტაციას“.