
ერთი სახლი
ფოტო კონკურსიდან „სამცხე-ჯავახეთი: გვაქვს უთვალავი ფერითა“
ვინ:
ნიკოლოზ მჭედლიძე
36 წლის არქიტექტორი, ფოტოგრაფი
სად:
სამცხე-ჯავახეთი
რა:
Leica digilux 7, 18მმ 55მმ
ამბავი:
Your Shot – საქართველოს უკანასკნელი ფოტოკონკურსის „სამცხე-ჯავახეთი: გვაქვს უთვალავი ფერითა“ ფარგლებში მონაწილეებს ვთხოვეთ, გაეზიარებინათ ჩვენთვის კადრი, რომელიც ასახავდა საქართველოს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით გამორჩეულ ამ ულამაზეს კუთხეს.
ნიკოლოზ მჭედლიძის ნამუშევარმა, რომელიც სამცხე-ჯავახეთში არის გადაღებული, განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჟიურის წევრებზე. ფოტო რჩეულ 26 კადრში შევიდა და გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. „2010 წელს პირველად ვიყავი ჯავახეთში. ვულკანური პლატოებითა და ტბებით მოხიბლულმა, ბევრი საინტერესო ადგილი აღმოვაჩინე. უკიდეგანო სივრცეში ეულად მდგომი სახლიც, რომელმაც მარტოობის შეგრძნება დამიტოვა, ამ აღმოჩენებს მიეკუთვნება. ჩემთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ფოტოა, რომელიც ოდესმე გადამიღია“, – წერს ნიკოლოზი.
გახდი National Geographic საქართველოს YourShot-ის ნაწილი და გააზიარე შენი კადრი yourshot.natgeo.ge