
ერთხელ ნაკბენი
მას შემდგ, რაც დადგინდა, რომ ბიჭუნას რასელის გველგვესლამ უკბინა, მისი გადარჩენის შანსი ცხრიდან ერთია
„გველგესლა მკვდარია; ბიჭი იცოცხლებს,“ წაიკითხეთ სათაური ამ ფოტოზე, რომელიც National Geographic-ის 1943 წლის ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა. კასაულში (ჰიმალაები) ცენტრალურ კვლევით ინსტიტუტში, გველის ნაკბენისა და ცოფის საწინააღმდეგო შრატი მზადდება. მას შემდგ, რაც დადგინდა, რომ ბიჭუნას რასელის გველგვესლამ უკბინა [მკვდარი გველი უჭირავს მამას, მარცხნივ], მისი გადარჩენის შანსი ცხრიდან ერთია“. ინდური კლინიკა სპეციალიზებულია ანტივენინებისა და ცოფის შრატების დამზადებაში. მეორე მსოფლიო ომის დროს კლინიკას, სამხედრო თუ სამოქალაქო გამოყენებისთვის, საკმაოდ დიდი რაოდენობის სხვადასხვა სახის შხამსაწინააღმდეგო წამლის დამზადება დაევალა. რასელის გველგესლას (მრავლადაა აზიის ბევრ მხარეში) – ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ნაკბენი აქვს.