ეს არის ბილი კიდი?
ველი დასავლეთის ფოტოების ზოგიერთი ცნობილი კოლექციონერის თქმით, ეს არ არის ბილი, იგივე უილიამ ჰ. ბონი
ველური დასავლეთის ერთი ცნობილი დამნაშავე საშინლად მორცხვობდა ფოტოგადაღებისას. დღემდე მიაჩნდათ, რომ მისი მხოლოდ ერთადერთი ავთენტური ფოტო არსებობს.
2010 წელს რენდი გუიჯარომ ეს 10×12 სმ ფოტო (ზევით) კალიფორნიის ანტიკვარიატის მაღაზიაში ორ დოლარად შეიძინა. 1878 წელს გადაღებული სურათის (ჩანართი, ქვემოთ, მარცხნივ) 127 სანტიმეტრამდე გადიდებისას ნაცნობი ფიგურა შეამჩნია.
ძველი დასავლეთის ფოტოების ზოგიერთი ცნობილი კოლექციონერის თქმით, ეს არ არის ბილი, იგივე უილიამ ჰ. ბონი. თუმცა რეტრო-ფოტოების სპეციალისტი ჯონ მაკუილიამსი ამბობს, რომ „ალბათობა 80%-ია“.
ამის შემდეგ ტელეპროდიუსერებმა ჯეფ და ჯილ აიელოებმა ბილის მეგობრის, სალი ჩისემის დღიური აღმოაჩინეს, რომელიც აღნიშნულ ფოტოზე ბილის ყოფნას ადასტურებს.
აუქციონზე ფოტოს შესაძლოა დიდი ფასი დაედოს. 2011 წელს ბილის ავთენტური ფოტო 2,3 მილიონად გაიყიდა.