
ეს ჭუჭყიანი ფრინველები თუ გეცნობათ?
„დაჩ-ჰარბორის მტრედები“, როგორც მათ აქ მდებარე თევზსაჭერ პორტში უწოდებენ, სატელეფონო ბოძებსა და შუქნიშნებზე სხდებიან და ვინც ბუდობის პერიოდში ძალიან მიუახლოვდება, თავს ესხმიან
ბერინგის ზღვის ნაპირას მდებარე უნალაშკის კუნძულს თევზჭერის სეზონზე ასობით თეთრთავა ფსოვი – Haliaeetus leucocephalus – სტუმრობს საკვების საძიებლად და ბუდის ასაშენებლად.
„დაჩ-ჰარბორის მტრედები“, როგორც მათ აქ მდებარე თევზსაჭერ პორტში უწოდებენ, სატელეფონო ბოძებსა და შუქნიშნებზე სხდებიან და ვინც ბუდობის პერიოდში ძალიან მიუახლოვდება, თავს ესხმიან.
ამერიკის სიმბოლო ჩვენთვის სუფთა მდინარეებში კალმახზე მონადირე არწივია – ამ ფოტოზე კი გიჩვენებთ, თუ როგორია ის სინამდვილეში: უპრინციპო, ღორმუცელა ფრინველი. თუ ცოცხალ თევზს ვერ შოულობენ, არწივები თოლიებს, იხვებს, ციყვებს, ყორნებს და ნაგვიდან ამოღებულ დამპალ ხორცსაც შეექცევიან. ისინი ხანდახან პიცა პეპერონის ნაჭერსაც სტაცებენ ხელიდან ბავშვებს. როგორც ჩანს, არწივებს ჩვენსავით ადაპტაციის უნარი აქვთ.