ეთიოპიის ბალახისმჭამელი მაიმუნები
დღემდე დაცული სავანა „გულსისხლიან“ ჯელადებს საუკეთესო საბინადრო პირობებს უქმნის – თუმცა, ჯერჯერობით


ეთიოპიის ბალახისმჭამელი მაიმუნები
დღემდე დაცული სავანა „გულსისხლიან“ ჯელადებს საუკეთესო საბინადრო პირობებს უქმნის – თუმცა, ჯერჯერობით
ჯელადები, დედამიწაზე ერთადერთი ბალახისმჭამელი მაიმუნები, მხოლოდ ეთიოპიის მაღალმთიანეთში ბინადრობენ. ისინი იმ გვარის უკანასკნელი წარმომადგენლები არიან, რომელთა არეალიც მილიონი წლის წინათ სამხრეთ აფრიკაში, ესპანეთსა და ინდოეთში ვრცელდებოდა. როგორც ჩანს, ერთ დროს ყველაზე ცნობილი პრიმატები (მისი ერთ-ერთი სახეობა გორილას ზომასაც აღწევდა) კლიმატის ცვლილებამ, ბევრად უფრო ადაპტირებად ბაბუინებთან კონკურენციამ და მათზე მონადირე ჩვენმა წინაპრებმა გადაშენებამდე მიიყვანეს.

დღეს, Theropithecus-ის გვარის წარმომადგენლები მხოლოდ ჯელადები არიან, რომლებიც მნიშვნელოვან, თუმცა უკვე მწირ ინფორმაციას გვაწვდიან იმ სამყაროზე, რომელშიც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ. ამ მხრივ, ეს მაიმუნი ყველა სხვა ცხოველისგან განსხვავდება.

თუ გინდა, დაიცვა ეს უნიკალური სახეობა, ბალახი უნდა შეინარჩუნო. ნისლიან მაღალმთიანეთში, იქ, სადაც ეთიოპიელთა 80% ცხოვრობს, მდელოები, ჭალები და ჭაობები ნელ-ნელა მშრალ და მკვდარ მიწად იქცევა.მსგავს სურათს ეთიოპიის ნებისმიერ ადგილას ნახავთ, მაგრამ არა გუასაში. მაღალი ბალახი, შროშანები თუ გიგანტური ლობელიები… თუმცა ეს ადგილი ნაკრძალი არ არის. გუასას მოსახლეობა მართავს. კომპლექსური თემური სისტემა განსაზღვრავს, სად უნდა იყოს საძოვარი, ვინ და როდის გაკრეჭს ბალახს. შედეგად, გუასა აღმოსავლეთ აფრიკის ყველაზე ჯანსაღი ეკოსისტემაა. ქვეყნის ენდემურ ძუძუმწოვართა მეოთხედი სწორედ ამ ზონაში ბინადრობს. აქ გვხვდება 20-მდე წითური ეთიოპიური მგელი, რომელსაც ძაღლისებრთა შორის ყველაზე მეტად ემუქრება გადაშენება, ხტუნია ანტილოპები, ვივერები, აფთრები. ეთიოპიის სხვა ადგილებისგან განსხვავებით, აქ დღემდე ბინადრობს 800-მდე ჯელადა.
სრული ვერსია წაიკითხეთ აპრილი ნომერში.