ფრანც-იოსების მიწა
რატომ დნება მრავალწლოვანი ყინული? რა მასშტაბებს მიაღწევს დნობა? რა ეკოლოგიური შედეგები მოჰყვება ამას?


ფრანც-იოსების მიწა
რატომ დნება მრავალწლოვანი ყინული? რა მასშტაბებს მიაღწევს დნობა? რა ეკოლოგიური შედეგები მოჰყვება ამას?
სტატიის ავტორი დევიდ კვამენი ფოტოგრაფ კორი რიჩარდსთან ერთად არქტიკის რუსული ნაწილის უკიდურეს ჩრდილოეთში, ფრანც-იოსების არქიპელაგზე ჩავიდა. ისინი ფრანც-იოსების მიწის ბოტანიკის, მიკრობიოლოგიის, იხტიოლოგიისა და ორნითოლოგიის სხვადასხვა კუთხით შესასწავლად ჩამოსულ 40 წევრს შეუერთდნენ. ყინულის საიდუმლოებათა ამოხსნა არ არის მათი მთავარი მიზანი, მაგრამ იქ საკვლევი ძირითადი საკითხები მაინც უკავშირდება ამ გლობალურ საკითხს. რატომ დნება მრავალწლოვანი ყინული? რა მასშტაბებს მიაღწევს დნობა? რა ეკოლოგიური შედეგები მოჰყვება ამას? კლიმატის ცვლილების თანამედროვე ეპოქაში, არქტიკასა თუ ანტარქტიკაში ბიოლოგიური ექსპედიციების განხორციელებისას, ყინულთან დაკავშირებული საკითხები ყოველთვის მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა ამ საკითხებთან პირდაპირი შეხება.
ფრანც-იოსების მიწა 192 კუნძულისაგან შედგება. მათი უმეტესობა მეზოზოური პერიოდის დანალექი ქანებისგანაა აგებული და ბოძისებური ბაზალტითაა დაფარული. აქ ადამიანის მუდმივი დასახლება არ არსებობდა, სანამ საბჭოთა კავშირმა რამდენიმე კუნძულზე კვლევითი სადგურები და სამხედრო ბაზები არ განათავსა. 90-იან წლებში მათგან რამდენიმე შემორჩა, მაგრამ ახლა, ყინულის დნობის მზარდი ტემპის, ახალი საზღვაო მარშრუტებისა და ეკონომიკური პოლიტიკის გამო, რუსეთის მთავრობა კვლავ აპირებს ამ ტერიტორიებისაკენ მოხედვას.
სრული ვერსია წაიკითხეთ ოქტომბრის ნომერში.