
ფრინველის თვალით დანახული
სამოთხის ფრინველთა აღწერის დროს ფოტოგრაფი ტიმ ლემანი და ორნითოლოგი ედვინ სქოულსი დაინტერესდნენ რას ხედავს მდედრი მაღლა გადმოკიდებული ტოტიდან
დამკვირვებელი ახალი გვინეის ტროპიკულ ტყეში აღტაცებულია ვანესის პაროტიას საარშიყო ცეკვით. დაახლოებით 30 წამს მამრი თავს აქნევს და ბუმბულს შლის. სამოთხის ფრინველთა აღწერის დროს ფოტოგრაფი ტიმ ლემანი და ორნითოლოგი ედვინ სქოულსი დაინტერესდნენ რას ხედავს მდედრი მაღლა გადმოკიდებული ტოტიდან. ლემანმა ხეზე მიამაგრა ლეპტოპით მართული კამერა, რათა ვიდეოკადრები კამუფლირებული სათვალთვალო პუნქტიდან გადეღოთ.
როგორია მდედრის მიერ დანახული ეს ცეკვა?
ტიმ ლემანი: საოცარია, რა სხვაგვარად ჩანს ეს ყველაფერი ზემოდან. შენ მხოლოდ შავ ოვალს ხედავ “პაჩკიანი” ბალერინის ნაცვლად. მკერდის ფარის ფერადოვნება იმიტომაა ასეთი კაშკაშა, რომ შუქი ზემოდან ეცემა. ასევე დავინახეთ მბრწყინავი ლაქა კეფაზე. არ ვიცოდით, ეს შეწყვილების სპექტაკლის ნაწილი თუ იყო. ეს იყო ნამდვილი განცვიფრების წამი.
სად არის “საცეკვაო სცენა”?
მამრი ჰორიზონტალურ ტოტს ირჩევს (საიდანაც მდედრი ადვილად ხედავს) და ფოთლებისგან ასუფთავებს. ის ყოველდღიურად წმენდს ტერიტორიას (დაახლოებით 2 მეტრის რადიუსს), რომ ცეკვისას ფეხი არაფერს წამოკრას და ზღართანი არ მოადინოს.
მიაღწია მან წარმატებას?
შეწყვილება იშვიათია. ორი კვირის განმავლობაში ამ კადრებზე ვმუშაობდით, მამრს ბედი არ სწყალობდა.