კარლა დავი უკვე 20 წელია, რაც ბუმბულის იდენტიფიცირების ლაბორატორიას ხელმძღვანელობს სმითსონის ინსტიტუტის ბუნებისმეტყველების ეროვნულ მუზეუმში, ვაშინგტონში. აქ ორნითოლოგი ექსპერტ-კრიმინალისტების გუნდი წელიწადში 10 000-ზე მეტ ფრინველის ნიმუშს იკვლევს, რომლებიც თვითმფრინავებთან ფრინველთა შეჯახების შედეგად რჩება. შემდგომ მათ დნმ-ისა და მორფოლოგიური კვლევებით ადარებენ მუზეუმის კოლექციებში დაცულ ეგზემპლარებს. 2009 წელს, მაგალითად, ცნობილი ავარიული დაშვების შემდეგ, რომელიც „ჰადსონის სასწაულის“ სახელით არის ცნობილი, შემოსულ ნიმუშებს შორის იყო კანადური ღერღეტი. თუ დადგინდება, რომელი სახეობა ზარალდება ყველაზე ხშირად, აეროდრომის თანამშრომლები შეძლებენ განარიდონ ისინი, რათა შეჯახებები შემცირდეს.
1. ფრინველის თავის ქალა
სმითსონის ინსტიტუტში ინახება ფრინველთა ჩონჩხების ყველაზე მრავალფეროვანი კოლექცია მსოფლიოში. მათ შორისაა ამერიკული ყარაულას თავის ქალა.
2. ფიტულები სამეცნიერო შესწავლისთვის
არქივში ინახება 500 000-ზე მეტი ნიმუში და ფიტული, რომლებიც მსოფლიოს ფრინველთა სახეობების 85%-ს ასახავს.
3. ბუმბულის ნიმუში
კარლა და მისი გუნდი (ფოტოზე მისი ხელი ჩანს) შემოსული ნიმუშების ბუმბულებიდან ან მათი ნარჩენებიდან ზომას, ფერებსა და მოხატულობას შეისწავლიან.
4. რასტრული ელექტრონული მიკროგრაფია
რასტრული ელექტრონული მიკროსკოპი ნაზი ბუმბულის სტრუქტურებში ერთმანეთისგან განმასხვავებელ მახასიათებლებს ავლენს.
5. ფრინველის ნარჩენები
ფრინველის ქსოვილის, სისხლისა და შიგნეულობის ერთიანი მასა, რომელსაც თვითმფრინავიდან ფხეკენ (ფოტოზე MD-10 თვითმფრინავი, მაიამი, 2006 წ.)
6. გამადიდებელი შუშა
მისი გამოყენებით შესაძლებელია ახლოდან დავაკვირდეთ პატარა ფრინველებს, ტოროლებს, გვრიტებს, მერცხლებს. ამ ზომის ფრინველები ყველაზე ხშირად ეჯახებიან თვითმფრინავს.
7. ზონდი, პინცეტი, მაკრატელი
ინსტრუმენტები ნიმუშის ან მისი ფრაგმენტის ასაღებად და მათ მოსამზადებლად შესწავლისათვის.
8. დნმ-ის ნიმუშების ჭურჭელი
როგორც კი ლანგარზე 96 ფრინველის ნიმუში მოთავსდება, ის მზად არის დნმ-ის კვლევისთვის ან შტრიხკოდის მისანიჭებლად.
9. საველე გზამკვლევი
რომელი სახეობები ბინადრობენ შეჯახების ადგილთან ახლოს? სამწუხაროდ, წიგნში არ წერია, საიდან შეიძლებოდა მოხვედრილიყო თუთიყუში ნიუ-იორკის აეროპორტში.
10. სასაგნე მინები
ლაბორატორიის თანამშრომლები მიკროსკოპით იკვლევენ ბუმბულის მარაოს და ბუმბულის მეორე რიგის წვერებს, რომლებიც ღეროდან იშლება.
11. სინათლის მიკროსკოპი
ზოგიერთი ფრინველის სახეობას ბუმბულის მარაოს თავისებურებები ახასიათებს. სინათლის მიკროსკოპის საშუალებით ექსპერტს შეუძლია განასხვაოს ბატისა და მტრედის ბუმბული.
12. შესადარებელი ნიმუშები
სმითსონის ინსტიტუტის გუნდს შეუძლია ერთმანეთს შეადაროს შეჯახების შემდგომ აღებული ნიმუშები და მუზეუმში დაცული შესასწავლი ფიტულების ნიმუშები.