ფრონტის მეგობარი
საბრძოლო ძაღლები მწვრთნელებთან ერთად მიუძღვიან ამერიკელ ჯარისკაცებს და პირველები შედიან დედამიწის ყველაზე სახიფათო ბრძოლის ველებზე


ფრონტის მეგობარი
საბრძოლო ძაღლები მწვრთნელებთან ერთად მიუძღვიან ამერიკელ ჯარისკაცებს და პირველები შედიან დედამიწის ყველაზე სახიფათო ბრძოლის ველებზე
საბრძოლო ძაღლები მწვრთნელებთან ერთად მიუძღვიან ამერიკელ ჯარისკაცებს და პირველები შედიან დედამიწის ყველაზე სახიფათო ბრძოლის ველებზე.
სტატიის ავტორი მაიკლ პატერნიტი ერთი მებრძოლი ძაღლისა და მისი მწვრთნელის, ქვეითთა საზღვაო კაპრალ ხოსე არმენტას ისტორიას გიამბობთ.
თავის ძაღლთან ერთადაა ავღანეთში, მალრუნის, ბერსა და ექიმს ეხუმრება, თან ზენიტს, თავის გრძელბეწვიან გერმანულ ნაგაზს აჭმევს. მტვრიან უდაბნოში მზე ჩადის. ხოსეს ძაღლი სავარჯიშოდ გაჰყავს.
ამ დროს ყველაზე ბედნიერები არიან. ხოსე ზენიტს დაჯდომას უბრძანებს. ძაღლი ბრძანებას უმალ ასრულებს. შემდეგ ხოსე ძუნძულით გადის 50 მეტრს, რეზინის სათამაშოს, კონგს, თიხით შელესილ კედელთან ტალახში მალავს. ბრძანებაზე ზენიტი ადგილიდან წყდება, ზიგზაგისებურად დარბის, კუდს აქიცინებს – სათამაშოს ეძებს. საკმაოდ რთული ცეკვაა. ბრძანებებს ძაღლის ზუსტი ქმედებები მოსდევს და ყოველთვის ერთსა და იმავე მიზანს ემსახურება – სათამაშო უნდა იპოვოს. ხვალ, პატრულირების დროს, მიზანი სათამაშოს პოვნა ნამდვილად არ იქნება – თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის, რომელიც თალიბანის ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი და ეფექტიანი იარაღია ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ფეთქებადი ქვეყნის ყველაზე ცხელ პროვინციაში. ვერც ერთი ძაღლი ვერ იპოვის ყველა ნაღმს ყოველ ჯერზე.
სრული ვერსია წაიკითხეთ ივნისის ნომერში.