
გაამწვანე საქართველო! | საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
ფონდის მიზანია მთელ საქართველოში ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრა, ტყე-პარკების შექმნა, მოვლა, განვითარება და ნაგვისგან გარემოს გასუფთავება
ისრაელში არის ტყეები, სადაც თითოეულ ხეს “წვეთოვანი უდგას”. წყალი არ არის და უდაბნოში ხეები შრიალებს. ეს თვალხილული მაგალითია, როგორ უნდა გაუფრთხილდე სამშობლოს, დედამიწას. “National Geographic საქართველო” გთავაზობთ ინტერვიუს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, რომლის ინიციატივითაც დაარსდა ფონდი „გაამწვანე საქართველო”. ფონდის მიზანია მთელ საქართველოში ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრა, ტყე-პარკების შექმნა, მოვლა, განვითარება და ნაგვისგან გარემოს გასუფთავება. ქარსაცავი ზონების განახლება, ცხელი წერტილების განსაზღვრა, კონკრეტული პროექტების განხორციელება, რეკრეაციული ზონების შექმნა და დეგრადირებული ტყეების აღდგენა, საქართველოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გამწვანების საკითხებში. ფონდის გამგეობაში შედიან მინისტრთა კაბინეტის, კერძო და არასამთავრო-ბო სექტორის წარმომადგენლები, ხოლო პროექტების განხორციელებას მეთვალყურეობას ეროვნული სატყეო სამმართველო გაუწევს.

თქვენო უწმინდესობავ, რა მნიშვნელობას ანიჭებთ ფონდს?
უპირველეს ყოვლისა, ეკოლოგიური მდგომარეობის კუთხით არსებული მონაცემები გვკარნახობს, რომ აუცილებელია ზომების მიღება. დაბინძურებულია ჰაერი, დაბინძურებულია წყლები, მდინარეები, სხვადასხვა სახის ავადმყოფობამ გაიდგა ფესვები და ამიტომ წარმოიშვა ეს იდეა. გამწვანება აქტუალური თემა უნდა გახდეს. ეს არის სუფთა ჰაერი, ეს არის ჟანგბადი, ეს არის გადარჩენა ქვეყნისა და ერისა. ამიტომ ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ საქმეში, დიდმა და პატარამ, სკოლებმა, უმაღლესმა სასწავლებლებმა, ოჯახებმა… წინათ ჰაერი, თუნდაც თბილისში, იყო სულ სხვა, ტყით იყო დაბურული საქართველოს მთები და როცა მტერი შემოესეოდა ქვეყანას, ხალხი ტყეს აფარებდა თავს. ტყე თანდათან გაიჩეხა და ახლა მოტიტვლებული მთებიღა დარჩა გამოფიტული ნიადაგით. ამიტომ გამოვთქვი აზრი, რომ ტყე უნდა აღდ. ამისათვის ახლავე უნდა მივიღოთ ზომები და ამით უნდა დაინტერესდეს მთელი მოსახლეობა. ვფიქრობ, კარგი შედეგი გვექნება.
სრული ვერსია წაიკითხეთ იანვრის ნომერში.