
გაბერილი წარმოდგენა ხომ არ აქვს თავის სექსუალურობაზე? დიახ. პირდაპირი მნიშვნელობით.
საქორწილო რიტუალის დროს თითოეული მამრი უპირატესობის მოპოვებას სხეულის ერთი ნაწილით ცდილობს: წითელი ტომრით, რომელიც ყელზე ჰკიდია
ქალბატონებზე შთაბეჭდილების მოხდენის სურვილით მრავალი კავალერი ბერავს მკერდს, მაგრამ ფერებით, გარშემოწერილობით და მუსიკალურობით ვერც ერთი შეედრება დიდებული ფრეგატისას (Fregata magnificens).
საქორწილო რიტუალის დროს თითოეული მამრი უპირატესობის მოპოვებას სხეულის ერთი ნაწილით ცდილობს: წითელი ტომრით, რომელიც ყელზე ჰკიდია. გაბერილი ტომრისებრი ჩიჩახვი გულის ფორმას იღებს, რომელიც თვითონ ფრინველის სიმაღლისაა. შემდეგ ფრეგატი ნისკარტს ატკაცუნებს და ეს ხმა ტომარაში დოლის ცემასავით გაისმის – „ხმას იმაზე ბევრად ადრე გაიგონებთ, ვიდრე თვითონ ფრეგატებს დაინახავთ, ამბობს ჯენ ჯონსი გალაპაგოსის კონსერვაციის ფონდიდან. მდედრები ვარიანტებს ათვალიერებენ. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, მამრები ყველაზე მეტ მდედრს დოლის ხმის გამოცემით ხიბლავენ.
ჰაბიტატი / არეალი:
Fregata magnificens-ი ძირითადად, ამერიკის წყნარი და ატლანტის ოკეანის სანაპიროებსა და მიმდებარე კუნძულებზეა გავრცელებული.
კონსერვაციის სტატუსი:
ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირი ფრეგატს „ნაკლებ საფრთხეში მყოფად“ აფასებს, მაგრამ ინვაზიურმა სახეობებმა და ჰაბიტატის დაკარგვამ შეიძლება პოპულაციების ნაწილზე ზეგავლენა იქონიოს.
სხვა ფაქტები:
• ფრეგატები თვეობით რჩებიან ჰაერში. ისინი საკვებს ოკეანის ზედაპირზე მოიპოვებენ ან სხვა ცხოველებს სტაცებენ.
• ხმოვანი სიგნალები მნიშვნელოვნად განაპირობებს მეწყვილის პოვნის წარმატებას. კვლევის მიხედვით, მამრები, რომლებიც უფრო დაბალ სიხშირეებზე – ყელის დიდი ტომრების წყალობით – და უფრო ჩქარა, უწყვეტ რიტმში გამოსცემენ ხმებს, მდედრებს უფრო მოსწონთ, რადგანაც, სავარაუდოდ, მათ მეტად გამოცდილებად და ენერგიულებად აღიქვამენ.