გაცვეთილი გზა ევერესტისკენ
ბოლო ხანებში ევერესტზე ბევრი ადამიანის სიკვდილის მიზეზად გამოუცდელობას ასახელებენ. არადა, მწვერვალზე სპეციალური მომზადების გარეშე წასვლა შეიძლება მართლაც საბედისწერო აღმოჩნდეს


გაცვეთილი გზა ევერესტისკენ
ბოლო ხანებში ევერესტზე ბევრი ადამიანის სიკვდილის მიზეზად გამოუცდელობას ასახელებენ. არადა, მწვერვალზე სპეციალური მომზადების გარეშე წასვლა შეიძლება მართლაც საბედისწერო აღმოჩნდეს
მე და შერპა პანურუმ პირველ გვამს ჩავუარეთ. დაღუპული მთამსვლელი გვერდულად იწვა, თითქოს თოვლში თვლემსო… ათი წუთის შემდეგ კიდევ ერთ გვამს წავაწყდით. დაღუპულ ქალს კანადის დროშა ჰქონდა შემოხვეული. ევერესტის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქედზე მდებარე ზედა ბანაკამდე ერთი საათის სავალიღა იყო დარჩენილი.
მოგვიანებით შევიტყვე დაღუპული მთამსვლელების სახელები. როდესაც მწვერვალიდან ვეშვებოდი, კიდევ ერთხელ ჩავუარე მათ გვამებს და კიდევ ერთხელ დავფიქრდი ამ ადამიანთა ოჯახებისა და მეგობრების ენით უთქმელ მწუხარებაზე…
ბოლო ხანებში ევერესტზე ბევრი ადამიანის სიკვდილის მიზეზად გამოუცდელობას ასახელებენ. არადა, მწვერვალზე სპეციალური მომზადების გარეშე წასვლა შეიძლება მართლაც საბედისწერო აღმოჩნდეს.
50 წლის წინ ყველაფერი სხვაგვარად იყო: 1963 წელს ჯეიმს უიტეკერი გახდა პირველ ამერიკელი, რომელმაც მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი დაიპყრო (შერპა ნავანგ გამბუს თანხლებით). უიტეკერისა და გამბუს ასვლიდან სამი კვირის შემდეგ ტომ ჰორნბაინმა და ვილი ანსოლდმა სრულიად ახალი მარშრუტით – დასავლეთის ქედით გაიკვალეს გზა. იმავე დღეს ბარი ბიშოპმა და ლუტ ჯერსტედმა სამხრეთ-აღმოსავლეთი ქედი დალაშქრეს (ეს აქ მეორე ამერიკული ასვლა იყო). გუნდები ერთმანეთს ზუსტად უმაღლესი წერტილის ძირში შეხვდნენ. უკვე შეღამებული იყო და მთამსვლელები 8535 მეტრის სიმაღლეზე დაბანაკდნენ. ეს ძალიან სარისკო იყო. ასეთი რამ მანამდე არავის გაუკეთებია. მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ. ისე, ბედი კი ჰქონიათ. ერთი ქარის წამობერვა და ყველა დაიღუპებოდა. 1963 წლის ამერიკული ექსპედიცია ჰეროიკული წარმატების მაგალითად იქცა.
სრული ვერსია წაიკითხეთ ივნისის ნომერში.