გაფართოებული თვალებით
მე კიბოს მკვლევარი ვარ, თუმცა სამეცნიერო ფოტოგრაფადაც ვმუშაობ „მიკრონავტის” სახელით
გაფართოებული თვალებით
მე კიბოს მკვლევარი ვარ, თუმცა სამეცნიერო ფოტოგრაფადაც ვმუშაობ „მიკრონავტის” სახელით
ძალიან მაინტერესებს ევოლუცია. დროთა განმავლობაში თვალებმა განსაცვიფრებელი ადაპტაციები განიცადეს. ეს მამრი ერთდღიურაა, ე. წ. ჩალმიანი თვალებით – ჩალმის ფორმის გადიდებული თვალებით თავის ზედა ნაწილზე. მამრი თვალებს მწუხრის მკრთალ სინათლეზე მდედრის სილუეტის დასაზვერად იყენებს. თუ ამ ქვეყანას მხოლოდ ერთი დღით მოევლინე, როგორც ეს ზრდასრული მამრი, ჭამა აღარ გჭირდება. მთავარია, ვეებერთელა თვალებით იპოვო მდედრი, სანამ მოკვდები.
მე კიბოს მკვლევარი ვარ, თუმცა სამეცნიერო ფოტოგრაფადაც ვმუშაობ „მიკრონავტის” სახელით. „მიკრო” იმიტომ, რომ ქალაქ მუტენცში, გამოყენებით სასიცოცხლო მეცნიერებათა სკოლაში, ელექტრონული მიკროსკოპით ვიღებ ძალიან პატარა საგნებს. „ნავტი“ იმიტომ, რომ სკანერით კოსმონავტს ვგავარ, „დავფრინავ“ და აღმოჩენებს ვაკეთებ. სკანერი შავ-თეთრ გამოსახულებებს ქმნის, რომელთა გასაფერადებლად მთელი კვირა მჭირდება. ამ სახის კვლევა მეცნიერულად მნიშვნელოვანია და მეტად მომხიბლავიც.