
განმასხვავებელი გრადუსები
ტემპერატურის ვარდნისას ადამიანის ორგანიზმში პირველად კიდურების სისხლძარღვები ვიწროვდება
ქალების ორგანიზმის ტემპერატურა მამაკაცების ორგანიზმის ტემპერატურას 0,2 გრადუსით აღემატება. თუმცა იუტის უნივერსიტეტის მკვლევრების აღმოჩენის თანახმად, მამაკაცებთან შედარებით მათ 1,55 გრადუსით ცივი ხელები აქვთ. ეს საშუალოდ 30,67˚-ს შეადგენს. მამაკაცებისა კი – 32,22˚-ია.
ტემპერატურის ვარდნისას ადამიანის ორგანიზმში პირველად კიდურების სისხლძარღვები ვიწროვდება. ფრედერიკ უაილის (ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი) თქმით, ამის მიზეზი გაურკვეველია. თუმცა, შესაძლოა, გარკვეულ როლს ჰორმონთა დონეები და კუნთოვანი მასა ასრულებდეს. ქალები რეინოს დაავადებებისადმიც (დაბალი ტემპერატურა სისხლძარღვთა დროებით კოლაფსს იწვევს) ხუთჯერ უფრო მიდრეკილი არიან.