გაორმაგებული ქვეწარმავალი
მეცნიერებმა საშიში მტაცებელი, ანაკონდა, ორ სახეობად დაყვეს.
არც ისე დიდი ხნის წინ, მეცნიერების აზრით, სამხრეთ ამერიკაში ბინადრობდა მხოლოდ ერთი სახეობის ანაკონდა – მსოფლიოში ყველაზე მძიმეწონიანი გველი.თუმცა კვლევამ ორი სახეობა გამოავლინა: Eunectes murinus, სამხრეთული ანაკონდა, რომელიც ბრაზილიაში, პერუსა და ბოლივიაში ბინადრობს და Eunectes akayima, ჩრდილოური ანაკონდა, რომელიც ეკვადორში, ვენესუელაში, ტრინიდადში, გაიანაში, სურინამსა და კოლომბიაში გვხვდება. ამ ორს ერთნაირი გარეგნობა, თუმცა განსხვავებული გენეტიკა აქვს. ორივე მათგანი საფრანგეთის გვიანაშიც გვხვდება და ზოგჯერ ერთი და იმავე მდინარის ორ სხვადასხვა ნაპირას ბინადრობს, თუმცა არასოდეს ჯვარდება ერთმანეთთან.

კვლევის მიხედვით, რომლის თანაავტორია ბრაიან ფრაი, National Geographic-ის მკვლევარი და ბიოლოგი კვინსლენდის უნივერსიტეტიდან, ანაკონდას ამ ორ სახეობას შორის გენეტიკური განსხვავება 5%-ზე მეტია. უკეთ აღსაქმელად, ჩვენსა და შიმპანზეებს შორის გენეტიკური განსხვავება 3%-ზე ნაკლებია“, – ამატებს ბრაიანი.

Eunectes murinus (ფოტოზე), Eunectes akayima
ტიპი
რეპტილია
რაციონი
ხორცისმჭამელი
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა
10 წლამდე
ზომა
სიგრძე 10 მეტრამდე, წონა 250 კილოგრამამდე
წყარო: ხესუს ა. რივასი, ნიუ-მექსიკოს მაღალმთიანეთის უნივერსიტეტი
ფოტო გადაღებულია პერუში, ლიმას უაჩიპას ზოოპარკში

National Geographic Society აფინანსებს მკვლევარ ჯოელ სარტორეს პროექტს „ფოტოკიდობანი“, რომლის მიზანია ზოოპარკებში, აკვარიუმებსა და ველურ ცხოველთა თავშესაფრებში მცხოვრები ყველა სახეობის დოკუმენტირება.