
გაქრობას გადარჩენილი სახეობები
ოდესღაც ცხოველების ეს ხუთი სახეობა გადაშენების პირას იყო, თუმცა კონსერვაციული აქტივობების წყალობით მათი პოპულაცია მატულობს
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის შეფასებით ცხოველთა სახეობების მეოთხედზე მეტი გადაშენების საფრთხის წინაშეა. წითელი ნუსხის „საჭიროებს ზრუნვის“ სტატუსიდან ბევრი სახეობა „მოწყვლადის“, „საფრთხეში მყოფის“, „კრიტიკულ საფრთხეში მყოფის“ ან „ბუნებაში გადაშენებულის“ კატეგორიაში გადავიდა, მაგრამ პერიოდულად სახეობა სიცოცხლისკენ ბრუნდება. თუმცა, ასეთი რამ დახმარების გარეშე იშვიათად ხდება. 2018 წელს მიღებული კონსერვაციული ზომების წყალობით ცხოველების 13 სახეობის სტატუსი გაუმჯობესდა. ეს ფაქტი აღსანიშნავია, თუმცა, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ზედმეტი სიხარული ცხოველთა გადასარჩენად საჭირო იმპულსს შეასუსტებს. 2019 წელს შეფასებული ცხოველთა სახეობების სტატუსი სამწუხაროდ უარესდება.