გაუძარცვავი
ერთი მოუხატავი ქოთანი სავსეა გახრწნილი ბუზებით, ერთ დროს, ალბათ, ჭურჭლის შიგთავსმა მიიზიდეს. გერში უკან იხევს და 1200 წლის მტვერს იფერთხავს


გაუძარცვავი
ერთი მოუხატავი ქოთანი სავსეა გახრწნილი ბუზებით, ერთ დროს, ალბათ, ჭურჭლის შიგთავსმა მიიზიდეს. გერში უკან იხევს და 1200 წლის მტვერს იფერთხავს
პერუს სანაპიროს საღამოს მზე ანათებს. არქეოლოგები მილოშ გერში და რობერტო პიმენტალ ნიტა ძველი აკლდამის შესასვლელთან დალუქულ საკნებს ხსნიან. ალიზის მძიმე ფენის ქვეშ ჩამარხული ეს პატარა კამერები 1000 წელზე მეტ ხანს ინახავდნენ თიხის დიდ დოქებს, ხვლიკებითა და კბილებდაკრეჭილი ადამიანის სახეებით მოხატულებს. „ფუ, როგორ ყარს!“ – ბურტყუნებს გერში. ერთი მოუხატავი ქოთანი სავსეა გახრწნილი ბუზებით, ერთ დროს, ალბათ, ჭურჭლის შიგთავსმა მიიზიდეს. გერში უკან იხევს და 1200 წლის მტვერს იფერთხავს.
ის სამი წელი მუშაობდა ამ არქეოლოგიურ ველზე, რომელსაც ელ-კასტილიო-დე-უარმეი ეწოდება. ამ ხნის განმავლობაში გერში წააწყდა სიკვდილის გასაოცრად ფართო ეკოსისტემას: მწერების ნარჩენები, თავის დროზე ადამიანთა ხორცით რომ იკვებებოდნენ; გველები, ჭურჭლის ფსკერზე სამარადისო ძილს რომ მისცემოდნენ და ველური ფუტკრები, მიწისქვეშა კამერიდან რომ ამოძვრნენ და მათი მყუდროების დამრღვევ გათხრებზე მომუშავე ხალხს დაესივნენ.
ელ-კასტილიოს რიყის ქვებში გათხრების წარმოება რთული და, დიდი ალბათობით, დროისა და ფულის ფუჭი ფლანგვა იქნებაო, აფრთხილებდნენ გერშს…
სრული ვერსია წაიკითხეთ თებერვლის ნომერში.