
გაზიან სასმელებს - არა!
ბოლო დროს ათმა ქვეყანამ, ტკბილი სასმელების მოხმარების შესამცირებლად, მათზე დამატებითი გადასახადი შემოიღო
ვერაფრით შეალამაზებ: სიმსუქნე გლობალური პრობლემაა. ადრე ის ფართოდ იყო გავრცელებული ინდუსტრიულ ადგილებში, ახლა კი უკვე განვითარებად ქვეყნებსაც უტევს – ეს ტკბილი სასმელების ბრალიცაა. გადასახადების შემოღებამ, შესაძლოა, ეს პრობლემა გადაწყვიტოს. ბოლო დროს ათმა ქვეყანამ, ტკბილი სასმელების მოხმარების შესამცირებლად, მათზე დამატებითი გადასახადი შემოიღო.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი ოლივერ მიტონი ამბობს, რომ ბაზარზე გადასახადის გავლენა იგრძნობა. მას შემდეგ, რაც საფრანგეთში გადასახადი შემოიღეს, გაყიდული ტკბილი სასმელის რაოდენობა შემცირდა. არ ვიცით, როგორ მოქმედებს გადასახადი წელის ზომაზე, მაგრამ „უდავოდ სასიკეთო გადაწყვეტილებაა,“ – ამბობს მიტონი.