
"გემრიელის" მეცნიერება
ყველა ხერხემლიანს აქვს გემოვნების რეცეპტორები, რომლებიც ადამიანების რეცეპტორების მსგავსია, თუმცა მათი განლაგება, შესაძლოა, განსხვავებული იყოს
დედა ჩვილს ტკბილ საკვებს აძლევს. ბავშვს სახე უბრწყინდება, მაგრამ როცა პირველად აძლევენ მომწარო ბროკოლს, ჩვილი იმანჭება, თრთის, ლანგარს ხელს კრავს და ანიშნებს: “შეწყვიტეთ!”
ყველა ხერხემლიანს აქვს გემოვნების რეცეპტორები, რომლებიც ადამიანების რეცეპტორების მსგავსია, თუმცა მათი განლაგება, შესაძლოა, განსხვავებული იყოს. ადამიანის ენას სიტკბოს აღსაქმელად სულ ერთი-ორი ტიპის რეცეპტორი აქვს, სიმწარის კი – ორი ათეული.
დღეს, საკვებზე გადამეტებულმა ფიქრმა ბუმი გამოიწვია გემოს კვლევის სფეროში. აღმოჩნდა, რომ გემო ბევრად უფრო რთული შეგრძნებაა, ვიდრე მხედველობა.
არისტოტელემ გემოს შვიდი ძირითადი ტიპი დათვალა: მწარე, ტკბილი, მლაშე, მჟავე, მწკლარტე, ცხარე და უსიამოვნო. დღეს სპეციალისტთა უმეტესობა ხუთზე თანხმდება: ტკბილი, მლაშე, მჟავე, მწარე და უმამი (სანელებლების არატკბილი „გემოსურნელი“). ბოლო ხანებში კიდევ ექვსი ძირითადი გემოს არსებობა ივარაუდეს: ფიქრობენ, რომ ცხიმისა და კალციუმის გემო ენის რეცეპტორების მიერ აღიქმება, თუმცა კონსენსუსი ჯერ მიღწეული არაა.
საკმარისია მხოლოდ ენის რეცეპტორების არსებობა გემოს წარმოსაქმნელად? აღმოჩნდა, რომ სულაც არა…
სრული ვერსია წაიკითხეთ დეკემბრის ნომერში.