
გენიოსის როლში
რა განასხვავებდა აინშტაინს ჩვენგან?
როლისთვის მზადებისას წავაწყდი შოპენჰაუერის საოცრად სხარტ გამონათქვამს: „ნიჭიერი აღწევს მიზანს, რომლის მიღწევაც სხვას არ შეუძლია. გენიოსი აღწევს მიზანს, რომელსაც სხვა ვერ ხედავს”. ეს ფრაზა ზუსტად აღწერს აინშტაინს, რომელმაც გადაატრიალა ასობით წლის მანძილზე ჩამოყალიბებული სამეცნიერო დოგმები. გენიოსობის ერთ-ერთი ასპექტი სიმტკიცეცაა: ის სიკვდილამდე განაგრძობდა მუშაობას ერთიანი ველის თეორიაზე და ცდილობდა მიეგნო იმისთვის, რასაც ახლა „ყველაფრის თეორიას” ვუწოდებთ.
რა შეიძლება გვქონდეს საერთო?
სიკვდილის შემდეგ, აინშტაინის ტვინი გაკვეთეს – ჩვეულებრივი წონის აღმოჩნდა, დაახლოებით 1,23 კგ – ალბათ, ელოდნენ, რომ უზარმაზარი იქნებოდა. ამბობენ, ძალიან მაღალი IQ ჰქონდაო: 160. ადამიანური სისუსტეებიც ახასიათებდა: ეგოიზმი, მერყეობა, სევდა. საყვარელი ადამიანების სიკვდილი, ცოლქმრული უთანხმოებები და შვილებთან ჩამოშორება გადაიტანა. მასაც, ჩვენსავით ხვდებოდა წინააღმდეგობები.
წარმოგიდგენიათ მასთან სადილი და საუბარი?
სტუმრების წარმოსახვით სიაში პლატონთან, შექსპირთან, ჩაპლინთან და ელისაბედ I-თან ერთად ისიც იქნებოდა. საერთოდ, მარტოობა უყვარდა საფიქრელად, მაგრამ იმედია, მოპატიჟებას მიიღებდა… ხალხმრავლობა და ხუმრობაც უყვარდა. რაც შეეხება სადილს: მეც გერმანელი წინაპრები მყავს და ჩემს საყვარელ შნიცელს და შტრუდელს შევთავაზებდი. ალბათ, სიამოვნებით შემომიერთდებოდა.