ვინ:
ამერიკაში მცხოვრები გერმანელი ფოტოგრაფი
სად:
მონტესიტო-ჰაიტსი, ლოს-ანჯელესი
რა:
Canon- 5D Mark III-ის კამერა, 24 მმ მოძრავი ლინზით
ამბავი:
ლუდვიგი ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და ხშირად მთელ ღამეებს „მოსვენებული“ მანქანების გადაღებაში ატარებს. „ფრინველებზე დამკვირვებელივით ვარ, მათი ძილის თავისებურებებშიც გავერკვიე“, – ამბობს ლუდვიგი. ქუჩებში მანამდე დადის, სანამ რომელიმე მანქანა არ „დაუძახებს“. ეს შეიძლება მთვარის უცნაური შუქის ან აყვავებული ხის ქვეშ მდგარი მანქანა იყოს. პოლიციელებს ხშირად უჩნდებათ კითხვები მასთან, თუმცა ფოტოების ნახვის შემდეგ მშვიდდებიან და მორიგი მძინარე ობიექტის შესახებაც მიანიშნებენ.
National Geographic-ი Instagram-ზე არსებული ყველაზე პოპულარული ბრენდია 258 მილიონი გამომწერით. ამ გვერდზე წარმოდგენილია ფოტოები ჩვენი ანგარიშებიდან:
@natgeogeorgia, @natgeo, @natgeotravel, @natgeointhefield, @natgeoadventure, @natgeoyourshot.