
ღრმა წყლების ღვინო
ქალაქ ნაპაში, ჩარლსტონის პორტში, მარან „მირაში“ 240 ბოთლზე ჩატარდა გემოვნური ტესტი
2010 წელს ბალტიის ზღვაში 168 ბოთლი, შესაძლოა, უძველესი შუშხუნა ღვინო აღმოაჩინეს.
170 წლის ღვინო შამპანურის სახლის (Veuve Clicquot) დეგუსტატორ დომინიკ დემარვილის თქმით, მოტკბო და ახალივით იყო. ზღვამ სასმელი თითქმის სრულყოფილად შემოინახა. 4 წლის შემდეგ Veuve Clicquot-მა მარანი ბალტიის ზღვაში გახსნა, სადაც 350 ბოთლი დაასაწყობა პერიოდული ანალიზისთვის.
ღვინო წყალში სხვანაირად ძველდება. ესპანეთის სანაპიროზე 10 000-ბოთლიანი მარნის შესწავლით დადგინდა, რომ ატმოსფერული წნევა და წყლის დინება ღვინოში ქიმიურ ნაერთს ცვლის.
ქალაქ ნაპაში, ჩარლსტონის პორტში, მარან „მირაში“ 240 ბოთლზე ჩატარდა გემოვნური ტესტი. 2013 წელს, როდესაც პირველი შედეგები დაიდო, სომელიემ მარნის მფლობელ ჯიმ დაიკს უთხრა: „სამ თვეში 2009 წლის კაბერნე, 2007 წლის მოსავლად აქციეთ“.