გიგანტური სეკვოია
ამ მტკიცე ხეებს ქარი ვერ ერევა. სოკოვანი ლპობისგან ტანინიანი მჟავით გაჟღენთილი ქერქი იცავს


გიგანტური სეკვოია
ამ მტკიცე ხეებს ქარი ვერ ერევა. სოკოვანი ლპობისგან ტანინიანი მჟავით გაჟღენთილი ქერქი იცავს
ზღვის დონიდან 2100 მეტრზე, სიერა ნევადის ქედის სამხრეთ ნაწილში ილანდება უზარმაზარი ხე. მისი ჟანგისფერ-წითელი ტანი ღრმად დაღარული ქერქის ფენებითაა გასქელებული, ძირში 8 მეტრის დიამეტრისაა და თბილისის “რედისონ ბლუ ივერიას” სიმაღლეა. ხის მთლიანობაში დანახვა – სიდიდის გამო – თითქმის შეუძლებელია. 90 წლის წინ მას „პრეზიდენტი“ შეარქვეს. ეს გიგანტური სეკვოიაა, Sequoiadendron giganteum-ის წარმომადგენელი. იგი ერთ-ერთია სეკვოიის გვარის რამდენიმე გადარჩენილი სახეობიდან.
ამ მტკიცე ხეებს ქარი ვერ ერევა. სოკოვანი ლპობისგან ტანინიანი მჟავით გაჟღენთილი ქერქი იცავს. მერქნის მხვრეტელ ხოჭოებზე ხომ ლაპარაკიც არ ღირს. ხის სქელი ქერქი ცეცხლგამძლეა. ხანძარი ტყის ქვედა იარუსებში, ფაქტობრივად, კარგიცაა სეკვოიის პოპულაციისთვის, ის მის კონკურენტებს ანადგურებს და სეკვოიის გირჩების გახსნას უწყობს ხელს. შუა საუკუნეებში „პრეზიდენტი“მეხმა დააზიანა, მაგრამ მოკვლა მაინც ვერ მოახერხა. სეკვოიებისთვის მთავარი საფრთხე, მათი გაჩეხვა იყო. მე-20 საუკუნის დასაწყისში ბევრი სეკვოია ემსხვერპლა ცულს. მაგრამ ამ ბებერი გიგანტების მერქანი იმდენად მყიფეა, რომ დაცემისას იმტვრეოდა, ხის მასალად აღარ ვარგოდა და ადამიანებიც შეეშვნენ. ეს ხეები სიცივესაც მშვენივრად იტანენ. მათი უპირატესი საარსებო გარემო მკაცრი ზამთრის ჰაბიტატებია.
სრული ვერსია წაიკითხეთ დეკემბრის ნომერში.