გონისმწოველები
ჭიამაიას მკვეთრი შავ-წითელი საფარველი პოტენციური მტაცებლისთვის გამაფრთხილებელი ნიშანია: არ მომეკარო, ინანებ!


გონისმწოველები
ჭიამაიას მკვეთრი შავ-წითელი საფარველი პოტენციური მტაცებლისთვის გამაფრთხილებელი ნიშანია: არ მომეკარო, ინანებ!
ჩვეულებრივ, ჭიამაიები გაუმაძღარი მტაცებლები არიან. სიცოცხლის განმავლობაში ერთ ინდივიდს რამდენიმე ათასი მცენარის პარაზიტი ბუგრის გადასანსვლა შეუძლია. მსხვერპლის აღმოსაჩენად ჯერ საცეცებს იქნევს, რათა ის ქიმიური ნივთიერებები გამოავლინოს, რომლებსაც მცენარეები გამოყოფენ ბუგრების თავდასხმის დროს; დაადგენს საიდან მოდის სიგნალები და ჩართავს სენსორულ სკანერს უკვე მხოლოდ ბუგრების მიერ გამოყოფილი მოლეკულების მოსაძებნად. დაადგენს თუ არა ზუსტ ადგილსამყოფელს, მიეპარება და ეკლიანი მანდიბულებით (ფეხსახსრიანთა სახეცვლილი კიდურები, რომლებიც ყბის ფუნქციას ასრულებს) გლეჯს ბუგრს.
ჭიამაიას მკვეთრი შავ-წითელი საფარველი პოტენციური მტაცებლისთვის გამაფრთხილებელი ნიშანია: არ მომეკარო, ინანებ! როდესაც ფრინველი ან რაიმე სხვა მტაცებელი მასზე თავდასხმას ცდილობს, ჭიამაია ფეხის სახსრებიდან შხამიან სისხლს გამოყოფს. სისხლის მწარე გემო თავდამსხმელს აიძულებს ჭიამაია „გადმოაფურთხოს“. ეს საკმარისია, რომ შავ-წითელ საფარველს მეორედ აღარ მიეკაროს.
მავანი იფიქრებს, სხვა მტაცებლებისგან ასე დაცულ, თავად მტაცებელ ჭიამაიას იდეალური ცხოვრება უნდა ჰქონდესო. ეს ასე იქნებოდა, რომ არა კრაზანები, რომლებიც, არც მეტი, არც ნაკლები, ცოცხალ ჭიამაიებში დებენ კვერცხებს…
სრული ვერსია წაიკითხეთ ნოემბრის ნომერში.