გუდიაშვილის კაპელა
მოგვიანებით იხსენებდნენ, რომ თავდაპირველად, ქაშვეთის მოხატვის თაობაზე პატრიარქის, კალისტრატე ცინცაძის ინიციატივა მეტად ექსტრავაგანტურად და არარეალურადაც კი ჟღერდაო


გუდიაშვილის კაპელა
მოგვიანებით იხსენებდნენ, რომ თავდაპირველად, ქაშვეთის მოხატვის თაობაზე პატრიარქის, კალისტრატე ცინცაძის ინიციატივა მეტად ექსტრავაგანტურად და არარეალურადაც კი ჟღერდაო
„ის დროა, როცა ეკლესიის ტროტუარზეც კი არ შეიძლებოდა სიარული და, ცხადია, ტაძრის მოხატვა ძალიან სახიფათო და საშიში ამბავი იყო“, – იგონებს ქალბატონი ჩუქურთმა, ლადო გუდიაშვილის ქალიშვილი.
1947 წელს, სტალინის ზეობის წლებში, თბილისის ცენტრში, კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის შენობიდან სულ რამდენიმე ასეულ მეტრში მოქმედი ტაძარი, ქაშვეთი, ფრესკებით შეიმკო.
მოგვიანებით იხსენებდნენ, რომ თავდაპირველად, ქაშვეთის მოხატვის თაობაზე პატრიარქის, კალისტრატე ცინცაძის ინიციატივა მეტად ექსტრავაგანტურად და არარეალურადაც კი ჟღერდაო. თუმცა მხატვარმა ლადო გუდიაშვილმა ჩანაფიქრი სინამდვილედ აქცია; სულ რაღაც ცხრა თვეში მოამზადა ტაძრის მთლიანი მოხატულობის პროგრამა, შექმნა ესკიზები, შეიმუშავა ტექნოლოგია და მოხატა ტაძრის საკურთხევლის მთელი ფართობი; მაგრამ შემდეგ, მთავრობის გადაწყვეტილებით, სამუშაოები შეჩერდა, ხელოვანი კი კრიტიკისა და დევნის ობიექტად იქცა.
ქ-ნი ჩუქურთმას მონათხრობიდანვე ვიგებთ, რომ ლადო გუდიაშვილი მაშინაც დაუბარებია მთავრობას, როცა ტაძრის მოხატვის შეთავაზება მიუღია და შემდეგაც, როცა მუშაობა შეუწყვეტია; პირველი შეხვედრისას უთხრეს – ვიცით, რომ ქაშვეთის მოხატვის შეთავაზება მიგიღიათო, რაც მხატვარმაც დაადასტურა. მაშინ კანდიდ ჩარკვიანს, იმდროინდელ პირველ მდივანს, უთქვამს: „ბატონო ლადო, ეს პირადად თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ კარგად დაფიქრდით“. გუდიაშვილისთვის ბოლომდე გაურკვეველი დარჩა, თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ამბავს, მაგრამ, ფარული მუქარის მიუხედავად, გადაწყვიტა, ტაძარი მაინც მოეხატა. „მახსოვს, პატარა ვიყავი, აივანზე ვიდექი, ლადო სახლში ბრუნდებოდა და ქუჩიდან უყვიროდა დედას: „ნინა, ნინა, მე ვხატავ ქაშვეთს!“ – ამბობს ქ-ნი ჩუქურთმა.
სრული ვერსია წაიკითხეთ მაისის ნომერში.