
გულუხვი ყურე
თქვენ თვალწინაა მოძრავი, კაშკაშა, სიცოცხლით გაჯერებული სამყარო
აქ ყველაფერი ითქვიფება და განუწყვეტლივ იცვლება. თქვენ თვალწინაა მოძრავი, კაშკაშა, სიცოცხლით გაჯერებული სამყარო.
წმინდა ლავრენტის ყურე გეოლოგიური თვალსაზრისით, არც ისე ძველია. 19 000 წლის წინ, მას 2 კმ სისქის ყინული ფარავდა. დრო გადიოდა. ყინული დნებოდა, ხმელეთი მაღლა იწევდა და ყურეც სულ უფრო მეტი წყლითა და სიცოცხლით ივსებოდა. მტკნარი წყლის თევზი წმინდა ლავრენტის მდინარიდან დაეშვა, მლაშე წყლის თევზი, ზღვის ზღარბები, ზღვის ვარსკვლავები, პლანქტონები და ვეშაპები კი ატლანტის ოკეანიდან მოცურდნენ.
პირველები, ვინც ამ ყურის სიმდიდრე დააფასეს, მიგმოუს (კანადის ზღვისპირა პროვინციების ერთ-ერთი მკვიდრი ტომი) წინაპრები იყვნენ, რომლებიც 9000 წლის წინ შეუდგნენ ამ უხვი ბუნების რესურსების ათვისებას.
1500-იანი წლებიდან ფრანგი, ბასკი და პორტუგალიელი მეთევზეები გამოჩნდნენ. წმინდა ლავრენტის ყურემ ისინიც იქ არსებულ სიცოცხლესა და სეზონურ ციკლს დაუქვემდებარა. გამოჩნდებოდა თუ არა ვირთევზა, მაშინვე ნავებიც მოცურდებოდნენ; გამოვიდოდა ლომვეშაპი და მონადირეებიც კუდში მოჰყვებოდნენ. მაგრამ, ევროპელთა გამოჩენამ ამ ყურის მთელი ეკოსისტემა დააყენა საფრთხის ქვეშ.
დრო შეიცვალა. მისი ექსპლუატატორები აღარ არიან მხოლოდ თევზსაჭერ ნავში მსხდომი ადამიანები, ახლა მათ ნავთობის მაგნატებიც შეუერთდნენ… ათასობით წლის განმავლობაში, ჩვენ საკმაოდ ბევრი „ვიშრომეთ“ იმისთვის, რომ დღეს, ამ ყურესა და მის ბინადართ აღარც ისე უხვი სარგებელი მოეცათ კაცობრიობისთვის.
სრული ვერსია წაიკითხეთ მარტის ნომერში.