
გველების უხვი ნადავლი
გველები, ძირითადად, ვიეტნამსა და ჩინეთში იყიდებაო, ამბობს National Geographic-ის მკვლევარი, ტოქსიკოლოგი ზოლტან ტაკაჩი
მთვარის შუქზე მეთევზეები ყოველწლიურად 82 ტონაზე მეტ ზღვის შხამიან გველს იჭერენ ტაილანდის ყურეში. მთვარის ყოველი ციკლის დროს, მანამ, სანამ მთვარე ძალიან კაშკაშა გახდება, ისინი ოკეანიდან ხვეტენ ამ მომაკვდინებელ ნადავლს.
ეს სარფიანი ნადავლიც არის – წელიწადში თითქმის 2 მილიონი დოლარის ღირებულების. გველები, ძირითადად, ვიეტნამსა და ჩინეთში იყიდებაო, ამბობს National Geographic-ის მკვლევარი, ტოქსიკოლოგი ზოლტან ტაკაჩი. გველის ხორცით წვნიან კერძებსა და ალკოჰოლურ სასმელებს ამზადებენ, ძვლებითა და სხვა ორგანოებით კი, მკურნალობენ სახსრების ტკივილს, ანორექსიასა და უძილობას.
„ყურეში ზღვის გველების დიდი მრავალფეროვნებაა, მაგრამ ჯერჯერობით, მხოლოდ მცირე ნაწილია მიკვლეული“, – ამბობს რეპტილიებისა და ამფიბიების სპეციალისტი ჯონ მერფი.