
გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან
აღმოჩენილია შურდულისებრი ენის მქონე უძველესი ამფიბია.
უძველესი მწერიჭამია

ქარვაში დატყვევებული ნაშთი ჩინებულად შენახული თავის ქალით, რომელზეც ზოგი კუნთიც კი არის შენარჩუნებული, შურდულისებრი ენის, დღემდე ცნობილი, უძველესი ნიმუშია. ის გვხვდება პეტონტიდებად წოდებულ ამფიბიებში. სემ ჰიუსტონის უნივერსიტეტის მკვლევარმა ხუან დაზამ და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ მიანმაში აღმოჩენილი ეს განამარხებული ნაშთი 99 მილიონი წლის წინანდელ „ალბის“ ახალ სახეობას ეკუთვნის. ხვლიკის მსგავს ალბის ქერცლი და ბრჭყალები ჰქონდა, ხეების სიახლოვეს ცხოვრობდა და გრძელი, ძლიერი ენით მცირე ზომის უხერხემლოებს იჭერდა. – დინა ფაინ მარონი
ევოლუცია კრეფისგან თავდასაცავად


ფოტოები: იანგ ნიუ
ჩინეთ-ტიბეტის მთებში, ჰერბალისტები ოდითგანვე აგროვებდნენ Fritillaria delavayi-ს ბოლქვებს ტრადიციული მედიცინისთვის. ახალი კვლევის თანახმად, F. delavayi-მ ფერი იცვალა – ღია მწვანის ნაცვლად ნაცრისფერი ან ყავისფერი გახდა კლდოვან ჰაბიტატთან შესარწყმელად. მსგავსი კამუფლაჟი ინტენსიური შეგროვების ადგილებში უფრო ხშირია. როგორც ჩანს, გონიერი მცენარე ევოლუციას განიცდის, რათა მთავარ მტაცებელს – ადამიანს – დაემალოს. – ჰიქს უოგანი
ყნოსვა მომაკვდინებელი ვირუსის აღმოსაჩენად

მეცნიერები წვრთნიან ძაღლებს ადამიანის ოფლში COVID-19-ისთვის დამახასიათებელი ნაერთების აღმოსაჩენად. „მყნოსავები“, ისეთები, როგორიცაა ავსტრალიის ადელაიდის უნივერსიტეტის ინგლისური სპრინგერ-სპანიელი ფლოკი, შესაძლოა აეროპორტებში, საავადმყოფოებსა და სხვა დაწესებულებებში გაუშვან ვირუსის აღმოსაჩენად. – ჰიქს უოგანი