
გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან
ამ იშვიათ ორქიდეას ერთ პეპელაზე მეტი ემსახურება
მცენარეთა დამამტვერიანებლების საიდუმლოები გამოაშკარავებულია
ეგზოტიკური სილამაზით ორქიდეა-მოჩვენებას (Dendrophylax lindenii) ძალიან ცოტა ყვავილი თუ შეედრება. მას ნექტრის გრძელი მილები აქვს, რომლებშიც ღამის პეპლები ხორთუმებს ყოფენ ტკბილი ჯილდოს მოსაპოვებლად. კვებისას პეპლები მტვერში იგანგლებიან და ის სხვა ორქიდეებზე გადააქვთ.
ითვლებოდა, რომ მხოლოდ ერთ მწერს – გიგანტურ სფინქსისებრ ღამის პეპელას ჰქონდა ამ ორქიდეების გამტვერიანებისათვის საჭირო გრძელი ხორთუმი. ახალი სურათები და კვლევა ამას უარყოფს. ფოტოგრაფებმა კარლტონ უარდ უმცროსმა და მაკ სტოუნმა, ბიოლოგ მარკ დანაჰერთან (აშშ-ის თევზისა და ველური ბუნების სააგენტოდან) და პიტერ ჰულიჰანთან ერთად მუშაობისას დისტანციური კამერების მომზადებასა და კალიბრაციას მრავალი წელი მოანდომეს. შედეგი: ფოტოზე ჩანს ყვავილის მტვერში ამოგანგლული სხვა ორი სახეობა, რომლებიც ორქიდეა-მოჩვენებას სტუმრობენ ფლორიდის პარკებში (ზემოთ: სფინქსის ნაირსახეობა). “ეს გასაოცარი აღმოჩენაა”, – ამბობს უარდი. – დაგლას მეინი

ქვებით სავსე მუცელი
ნიანგებს, ალიგატორებს და სხვა ნიანგისებრთ მუცელი ხშირად ქვებით აქვთ სავსე. მეცნიერებს დიდხანს ეგონათ, რომ ქვები რეპტილიებს მსხვერპლის მონელებაში ეხმარებოდათ. ახალი კვლევის მიხედვით, ქვები მათ დიდი ხნით წყალქვეშ გაჩერებაშიც ეხმარებათ. – ენი როთი

მეტეორიტების შენახვა შესწავლის მიზნით
ჩვენს პლანეტაზე კოსმოსიდან რეგულარულად ცვივა ქვები, მაგრამ მათი მხოლოდ მცირე რაოდენობა აღწევს დედამიწის ზედაპირს. არიზონის შტატის უნივერსიტეტის მეტეორიტების შესწავლის ცენტრში 40 000-მდე ნარჩენი ინახება, ისეთები, როგორიც ამ იშვიათი მეტალისა და კრისტალის პალასიტია ქვემოთ. მიზანი მომავალი თაობებისათვის მათი შესწავლის მიზნით შენახვაა იმის აღმოსაჩენად, თუ როგორ შეიქმნა მზის სისტემა და როგორ შევძლებთ ერთ დღეს კოსმოსში გადარჩენას. – მაია ვეი-ჰაასი