
"ჰაილენდელი" შოტლანდიის მაღალმთიანეთიდან
ეს ფოტო პირველად სტატიაში „შოტლანდიის ჰებრიდის გარე კუნძულები“ National Geographic-ის 1970 წლის მაისის ნომერში დაიბეჭდა
მსხვილი რქოსანი საქონლის აუქციონი უამრავ ადამიანს იზიდავს. ის გრიმსის ერთ, ციცქნა კუნძულზე (ჰებრიდის გარე კუნძული) იმართება. შოტლანდიის მაღალმთიანეთის საქონლის ორმაგი, გრძელი და აშლილი ბეწვი ზუსტად მიესადაგება რეგიონის ცივ, ქარიანსა და ნოტიო კლიმატს.
ეს ფოტო პირველად სტატიაში „შოტლანდიის ჰებრიდის გარე კუნძულები“ National Geographic-ის 1970 წლის მაისის ნომერში დაიბეჭდა. მაგრამ ჟურნალმა აღნიშნულ ჯიშზე ყურადღება სტატიის დაბეჭდვამდე ბევრად ადრე გაამახვილა. National Geographic-ის 1925 წლის დეკემბრის ნომრის სტატიაში „ხარების სამყარო“ ეწერა: „შოტლანდიის მაღალმთიანეთიდან საქონლის ეს ჯიში თითქმის არ გაუყვანიათ, რადგან იგი განსხვავებულ პირობებს ვერ ეგუება“. არადა, ფაქტია, რომ შეეგუა. დღეს წმინდა სისხლის „ჰაილენდელი“ შოტლანდიის ფარგლებს გარეთაც თავს მშვენივრად გრძნობს. მარტო აშშ-ში დაახლოებით 25 000 სული ბინადრობს. ეს ჯიში განსაკუთრებით ხორცის გამო ფასობს, რადგან ნაკლებცხიმიანია და სხვა საქონლის ხორცთან შედარებით ქოლესტერინის დაბალი შემცველობით ხასიათდება.