ვინ:
იუ ჩინეთში, შენჟენში მცხოვრები ინჟინერია
სად:
ჩოი-ჰუნის მუნიციპალური საცხოვრებელი კომპლექსი ჰონკონგის კოვლუნის კვარტალში. მისი სრული ჩინური სახელი თარგმანში „ცისარტყელის სოფელს“ ნიშნავს.
რა:
Nikon D610 კამერა 20მმ F1.8 ლინზით
ამბავი:
ჰონკონგში შვებულების დროს იუმ ჩოი-ჰუნის საცხოვრებელი კომპლექსი მოინახულა. შუადღისას იქ იმ იმედით მივიდა, რომ ზენიტში მყოფი მზე ფასადებზე ჩრდილებს შეამცირებდა. ერთ შენობასთან (ნიშნის სიახლოვეს, რომელსაც „სარეცხი აკრძალულია“ – ეწერა) მან გასაშრობად გამოფენილი სარეცხი შენიშნა. ამ ტანსაცმელმა კადრს ახალი განზომილება შესძინა და მოგვიანებით, როდესაც იუმ თავის ფოტოს დახედა, მაისურები და შარვლები „ემოჯის“ სიმბოლოებს მიამსგავსა.
შემოუერთდი National Geogrpahic საქართველოს Your Shot-ის საზოგადოებას და გააზიარე შენი კადრი yourshot.natgeo.ge